ვარსკვლავებით მოფენილი ცა, ბრწყინავი ტბა, მდელოებისა და ყვავილების მწვანე საფარი, დათოვლილი მთები… ბევრი ვერ ამჩნევს ჯავახეთის ბუნების სილამაზეს. პროფესიით ექიმი და ბუნების მოყვარული ჟორა ბდოიანი ნონოწმინდიდან არა მარტო ხედავს ამ სილამაზეს, არამედ აფიქსირებს კამერაზე.

6

ცენტრიდან შორს, პატარა ქალაქებსა და სოფლებში მოსაწყენ ცხოვრებაზე წუწუნი ჩვეულებრივი ამბავია. ხალხი მუდამ დიდი ქალაქებისაკენ მიისწრაფის, იქ სადაც მეტი შესაძლებლობა, მეტი გართობა და ასფალტია. მაგრამ, დიდ ქალაქში გადასვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ნოსტალგია იწყება და ადამიანები ისევ უკან მიიწევენ, იქ სადაც უფრო გემრიელი საჭმელია, უფრო სუფთა ჰაერია, მარტივი ცხოვრება და ფერწერული ბუნებაა. ჟორა ბდოიანმა ეს სილამაზე 20 წლის წინ შეამჩნია.

5

3

როგორ დაიწყო ყველაფერი

«მამაჩემი ფოტოგრაფი იყო, მაგრამ ბუნებას კი არა, ადამიანებს უღებდა. მას აქვს ფოტოსტუდია. ფოტოგრაფიისამდი სიყვარული მამისგან დამყვა. ფოტოც და ტრეკინგიც ჩემთვის ჰობია, მაგრამ ფოტოგრაფიის განვითარება პროფესიონალურ დონეზე მინდა და მსურს ჯავახეთის პეიზაჟებით ალბომის გამოვუშვა. ამისათვის ვებინარებს გავდივარ, ვკითხულობ წიგნებს, მასტერ-კლასებში ვღებულობ მონაწილებას, ვსწავლობ ფოტოების დამუშავებას, რათა ამ საქმის პროფესიონალი გავხდე.

დავიწყე უბრალო ფოტოაპარატით, შემდეგ ვიღებდი ტელეფონით, მოგვიანებით შევიძინე პროფესიონალური ფოტოკამერა და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ვუღრმავდებოდი ამ საქმეს. ახლა კარგი ობიექტივებით, Nikon D810-ით ვიღებ ფოტოებს. დრო ცოტა მაქვს, რადგან ექიმი-სტომატოლოგი ვარ. მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია ამ მიმართულებით ვვითარდები, ფოტოგრაფებთან კონსულტაციებს გავდივარ».

2

4

ჯავახეთის სილამაზე

«მე ძალიან მხიბლავს ჯავახეთის ბუნება, ამაზე ვარ კონცენტრირებული. არა მარტო ნინოწმინდის მხარე, არამედ ახალქალაქისა და ასპინძის ხედებიც. ჩემთვის ახალქალაქში ბევრი საინტერესო ადგილია. მე ჯერ არ ვარ ნამყოფი ჭობარეთის ტყეში. იმ ადგილებიდან რაც უკვე მოვინახულე, საინტერესო იყო ქოროღლის და შაორის ციხეები. იქ ძველ ხანაში მზეს და ვარსკვლავებს ათვალიერებდნენ, რაღაც ლაბორატორიის მსგავსი იყო. იქ ღამით მივედით და ძალიან ლამაზი იყო. ცაზე ნათლად ჩანდა ვარსკვლავები, როდესაც ქვემოთ ვიყურებოდით, მაშინაც კი ვარკსვლავები ჩანდა, ყველაფერი ბრწყინავდა. ეს არაჩვეულებრივი იყო. და როგორც აღმოჩნდა, მთების ძირში თურმე ციცინათელები იყვნენ, უფრო სწორედ იყო ციცინათელების ზღვა».

1

«კიდევ ერთმა პეიზაჟმა აღმაფრთოვანა, ერთხელ აბულის მთის წვეროზე როდესაც ავედით. ღამე კარვებში გავატარეთ. დილის 4 საათი იყო, ძლიერმა სინათლემ გაგვაღვიძა და ღრუბლებზე მაღლა აღმოვჩნდით, ისინი დაახლოებით 100 მეტრით ქვემოთ იყვნენ დაშორებული ჩვენგან. მთვარის შუქიც ისე ირეკლებოდა ღრუბლებში. სამწუხაროდ მაშინ ფოტოკამერა არ მქონდა. ეს ისეთი პეიზაჟი იყო, რომ ცხოვრებაში არ დამავიწყდება. მაშინ გამიჩნდა ამ სილამაზის გადაღების იდეა, მე ვნახე, მაგრამ მინდოდა ეს სილამაზე ხალხისთვის მეჩვენებინა, რადგან ყველას არ აქვს მწვერვალზე ასვლის შესაძლებლობა. არ მინდოდა ამ სილამაზით მარტო დავმტკბარიყავი.

იმოგზაურე, რომ დაინახო სილამაზე

«ჩვენ დაახლოებით 10-15 ადამიანი ვართ, ყველას გვიყვარს ტრეკინგი. ძირითადად მონადირეებთან ერთად ავდივართ. ის, ვინც ფიქრობს, რომ ჯავახეთი მოსაწყენი ადგილია, ლამაზი ბუნების გარეშე, ძალიან ცდება. ასეთი ხალხი ფიქრობს, რომ ბუნების სილამაზის დანახვა შესაძლებელია, თუ სახლის ფანჯრიდან გაიხედები. იმისათვის, რომ ჯავახეთის ბუნება დაინახო, შენ ცოტა უნდა იწვალო, გაიარო, ახვიდე, ჩამოხვიდე. ჯავახეთის ლამაზი ადგილების დაახლოებით 70% ჯერ არ მინახავს, მაგრამ აუცილებლად ვნახავ».

7

პროფესიონალური ტურიზმი

«იყო ადგილობრივი ტურისტული ორგანიზაციები, რომლებიც მთავაზობდნენ ტურისტებისთვის ეკსკუსიების მოწყობას, რადგან ლაშქრობისათვის ყველაფერი მაქვს, კარვები, საძილე ტომრები, თხილამურები და სხვა. მაგრამ ამ საქმისათვის დრო არ მაქვს, რადგან მუდმივი სამსახური მაქვს. თუმცაღა შეიძლებოდა ამით დაკავება, სპეციალური მანქანების ჩამოყვანა და სხვა. მე შემეძლო ამის გაკეთება, რადგან ვიცი ისეთი ადგილები, რომ ვერ გაარჩევ ეს ავსტიის თუ ჯავახეთის მთებია».

8