ჯანდაცვის სამინისტროს ახალი „ადრეული განვითარების პროგრამის“ მიხედვით, ახალქალაქში, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის ცენტრი “ნაბიჯები” უფასო გაკვეთილებს ჩაატარებს.
იმისთვის, რომ ბავშვმა ცენტრის სპეციალისტების დახმარება მიიღოს, არ არის საჭირო თბილისის კლინიკებში სიარული ან რაიმე სტატუსის მოპოვება. საკმარისია პედიატრმა საჭიროების შემთხვევაში ფორმა N100-ში მონიშნოს კოდი R62.0. (განვითარების ეტაპების შეფერხებები კოდი). ამის საფუძველზე ცენტრი “ნაბიჯები” მიიღებს ბავშვს და შეუძლია მასთან მუშაობა თვეში 8 საათის განმავლობაში უფასოდ. ტარდება სხვადასხვა მეცადინეობა, ქცევითი თერაპია, საუბრის უნარის განვითარება, ოჯახის როლის გაძლიერება… კოდი შეიძლება აღნიშნოს ადგილობრივმა, რაიონულმა პედიატრმა, ბავშვის განვითარებაში რაიმე შეფერხებას თუ შენიშნავს.
ბავშვის განვითარებაში შეფერხებების ადრეული გამოვლენით, მათი აღმოფხვრა და სპეციალისტების დახმარებით პრობლემის გადაჭრა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მაშინ, როცა პრობლემა კლინიკური ხდება.
ცენტრი „ქაილერი“ (საფეხურები) ახალქალაქში 2022 წლის 2 აპრილს გაიხსნა. აქ კვალიფიციური სპეციალისტების აქტიური და უშუალო მონაწილეობით ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბავშვებს განვითარებასა და კომუნიკაციაში ეხმარებიან.
ცენტრში 2-დან 14 წლამდე 25 ბავშვი სწავლობს, თუმცა, ცენტრის წარმომადგენელ გიორგი მელიქიძის თქმით, ასეთი დახმარება გაცილებით მეტს, სულ მცირე 100-მდე ბავშვს ესაჭიროება. თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური სამუშაოები ტარდება. ბავშვის განვითარებაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, მას უმკლავდებიან ისეთი სპეციალისტები, როგორიცაა ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ქცევითი თერაპევტი.