«საქართველოს ფერმერთა ასოციაციის» მიერ გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის ფარგლებში ფერმერებისათვის დაიშვება გამონაკლისი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის ყველა ფერმერს 22-დან 26 აპრილის ჩათვლით ავტომობილებით გადაადგილების უფლება ეძლევა დილის 06:00 და 08:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე .
ეს გამონაკლისი ძალაში იქნება ავტომობილებით გადაადგილების საერთო შეზღუდვის მოქმედების პერიოდში. აღნიშნული გამონაკლისი, ასოციაციის ინფორმაციის თანახმად, ყველა მსხვილ, საშუალო თუ მცირე მეურნეობების ფერმერს ეხება.
გუშინ, 21 აპრილს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა. აკრძალვის ვადების გახანგძლივების განცხადებაში გამონაკლისებზე არ იყო საუბარი. თუმცა მოგვიანებით, ოფიციალურ ფეისბუქ გვერძე, ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია გამონაკლისებზე, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ეხებოდა.
ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მაგალითად თელავის მუნიციპალიტეტში, უკვე გაავრცელეს ინფორმაცია დროის გარკვეულ მონაკვეთში ფერმერების ავტომობილებით გადაადგილების შესაძლებლობაზე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამონაკლისი ითვალისწინებს ავტომობილებით ფერმერების გადაადგილებას, მაგრამ საგანგებო რეჟიმის შესაბამისი წესების გათვალისინებით, ანუ ავტომობილში 3 ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს, არაუმეტესი 2 მგზავრისა უკანა სავარძელზე.
იმის შესახებ, თუ საჭიროა ფერმერობის თაობაზე საბუთი ან დამატებითი საშვი ასოციაციის განცხადებაში არ არის ნათქვამი. ამ საკითხებს დავაზუსტებთ და მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.