დღეს, 23 ივლისს, კოვიდ ვითარების გამო, ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ცნობილი აშუღ ჯივანის დღესასწაული აღნიშნეს.

ჯივანის დღეს, რომელიც ყოველი წლის ივლისის ბოლოს აღინიშნება, სოფელ კარწახში ჩამოდიან სტუმრები სომხეთიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. კოვიდ ვითარების გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღესასწაული წლეულს საბოლოოდ შედგა.

jivani

უდიდესი აშუღ ჯივანის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის ახალქალაქ-ნინოწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამველ მანუკიანმა, დეპუტატმა სეირან კიურეღიანმა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, მერიის თანამშრომლებმა, სტუმრებმა და ჯავახეთის მოსახლეობამ.

jjivan

დღესასწაულზე კარწახში ასევე ჩავიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი შირაქ თოროსიანი და ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სამველ მკოიანი.

jivann

დიდი სომეხი აშუღ ჯივანის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული ჯავახეთში დიდი ხანია ტრადიციად იქცა. ის სოფელში დადგმულ აშუღ ჯივანის ძეგლთან ყვავილების მიტანით დაიწყო.

შემდეგ სტუმრები დიდი კარწახის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. მუზეუმში სტუმრებს აშუღ ჯივანის მუზეუმის თანამშრომელი ასმიკ საღათელიანი მიესალმა და სტუმრებს სოფელ კარწახში აშუღ ჯივანის ცხოვრებაზე და სხვა ბევრ რამეზე უამბო.

შემდეგ დაიწყო წვეულების მხიარული ნაწილი.

სტუმრებს და დამსწრეებს მიესალმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჯივანის დღესასწაულს, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. მივესალმები ყველა სტუმარს, ორგანიზატორს, რომელიც ყოველწლიურად აქცევს ამ დღეს დღესასწაულად. რა თქმა უნდა, ბოლო ორი წელი ჩავარდა, ხალხმა გამოტოვა დღესასწაული. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სახელით მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორს“, – თქვა მელკონ მაკარიანმა.

ისაუბრა „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სამველ მკოიანმაც.

jjjivan

„მოგესალმებით ყველას, დღეს და ხვალ ჯავახეთში დღესასწაულია. პანდემიის შემდეგ პირველად აღვნიშნავთ ჯივანის დღესასწაულს და ხვალ ვაჰან ტერიანისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აღვნიშნავთ. ჯავახეთის ფონდმა 8 წლის განმავლობაში კულტურის სფეროში 100-მდე პროგრამა განახორციელა. მადლობა ახალქალაქის ხელმძღვანელობას ამ ტრადიციის გაგრძელებისთვის“, – თქვა მან.

სიტყვით გამოვიდა ჯავახეთის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი ჰასმიკ საღათელიანი, მწერალი გევორგ ჰაიასა.

ზეიმში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოვიდა ვაჩაგან ბასენციანი, რომელიც 28 წელია მოსკოვში ცხოვრობს.

„აქ ყოველწლიურად მოვდივარ. ეს არის ჩვენი მისია, სამაგალითოა ჩვენი შვილებისთვის“, – თქვა ვაჩაგან ბასენციანმა.
jivani5

დიდი აშუღის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღის აღნიშვნისას კვლავ გაისმა მისი სიმღერები და მუსიკა. სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს ანსამბლმა „საიათ-ნოვამ“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი თოვმას პოღოსიანია, ჯივანის დღესასწაული სპექტაკლით დაამშვენა.

„ძვირფასო თანამემამულენო, ჯავახებო, მოგესალმებით“, – მიმართა თოვმას პოღოსიანმა დამსწრე საზოგადოებას და დაიწყო წარდგენა.

sayat nova

“ჯივანის” დღის დღესასწაულზე გამოვიდნენ ახალქალაქის კულტურის სახლის ანსამბლ “ჯავახკის” წევრები, აშუღ ალიკ ჯავახკის ხელმძღვანელობით, ახალქალაქის აშუღური სკოლის მოსწავლეები და აშუღ ჯივანის სახელობის სოფელ კარწახის ცეკვის ანსამბლი.

jivani2