სეისმოლოგიური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 10:08 საათზე, 4,2 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა კახეთში, ქალაქი გურჯაანთან ახლოს, კერძოდ ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით 9კმ-ში, სოფელ ახალსოფელში.
როგორც Jnews -ს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მყოფმა ჟურნალისტმა განუცხადა, დილით, დაახლოებით 10:00 საათზე ძლიერი ბიძგები იგრძნო.
“სახლის მეორე სართულზე ვიყავი წამოწოლილი, როცა ქვემოდან ძლიერი დარტყმა ვიგრძენი. მაშინვე მივხვდი, რომ მიწისძვრა იყო და გარეთ გავიქეცი. ბიძგებს რყევა არ მოჰყოლია. აივანზე ჩემი მეუღლე იდგა და მანაც დამიდასტურა, რომ ძლიერი ბიძგი იყო, დარტყმის ხმაც გავიგეო. რამდენიმე წუთის შემდეგ ბიძგი ისევ განმეორდა, მაგრამ შედარებით სუსტი. ქუჩაში მყოფი ადამიანი ვერ იგრძნობდა. იმ დროსაც შენობაში ვიყავი და ბიძგი ვიგრძენი”, – აცხადებს ადგილზე მყოფი ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი.