ბევრი ადამიანი გაუკვევლობაშია, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 21 თუ 22 აპრილამდე მოქმედებს. საქართველოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე დაგვიზუსტეს, რომ აკრძალვა 22 აპრილს კომენდატის საათის დასრულების შემდეგ, შესაბამისად 22 აპრილს 06:00 საათის შემდეგ სრულდება.
17 აპრილს, 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით მთელ საქართველოში კორონავირუსის მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. ეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მორიგი გამკაცრება იყო.
ბევრისათვის გაურკვეველი დარჩა, აკრძალვა სრულდება 21 თუ 22 აპრილს. თუმცა, თავდაპირველადვე აღინიშნა, რომ აკრძალვა 21-ის ჩათვლით იმოქმედებს. Jnews-მა გადაწყვიტა აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთხელ დაეზუსტოს ხელისუფლებასთან, რათა მკითხველებმა გაუგებრობის გამო რეჟიმი არ დაარღვიონ.
მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის ოპერატორმა განაცხადა, რომ აკრძალვა მოიხსნება 22 აპრილს, კომენდატის საათის შემდეგ.
მსგავს თემებზე:
მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მთელ საქართველოში იკრძალება
რომელი სატრანსპორტო საშუალებით იზღუდება გადაადგილება
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის გადაადგილება არ იკრძალება, მაგრამ…
სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაადგილება შესაძლებელია, მაგრამ…
ახალქალაქი მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის შემდეგ (Photo, Video)