Armenian      Russian

უკვე რამდენიმე დღეა ახალქალაქის რაიონში საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმისშვილის, არმენ მკოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებისა და გათავისუფლების მიზნით, ასევე პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, სამველ პეტროსიანის გათავისუფლების მიზნით, ხელმოწერების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს.

სამველ პეტროსიანსა და არმენ მკოიანს ხულიგნობასა და იარაღის მარლთსაწინააღმდეგო გამოყენებაში ედებათ ბრალი. გამოძიებამ დაადასტურა, რომ 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე, კაფე «გოლდ»-თან დაპირისპირების დროს, მსჯავრდებულებმა იარაღი გამოიყენეს. მიმდინარე წლის 31 მარტს, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიება წინასწარი პარიმრობის სახით განისაზღვრა.

ქალაქში და რიგ სოფლებში ხელმოწერების შეგროვების ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, ორივე შემთხვევაში ხელმოწერებისათვის შემთხვევით ადამიანებს არ მიმართავენ. ერთი და იგივე სოფელში ხელმწერების შეგროვების მიზნით სხვადასხვა ადამიანებს მიმართეს.

სოფელი ჩამდურას მცხოვრები ამბობს, რომ სოფლის რწმინებულმა ახალგზარდებს სთხოვა ხელი მოაწერონ არმენ მკოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების ცვლილების პეტიციას. პეტიციის ტექსტის ფოტოების თანახმად, ის სავარაუდოდ, ახალქალაქის მცხოვრებლების სახელით ახალქალაქის რაიონულ პროკურატურაში და ახალციხის რაიონულ სასამართლოში უნდა წარადგინონ.

«არმენ მკოიანი- სკოლის მოსწავლე, სკოლაში ის სამაგალითო დისციპლინით გამოირჩევა, ის არასდროს არღვევდა სკოლის შინაგანაწესს. ის ბეჯითი მოსწავლეა, რის შედეგადაც გასულ წელს, ის დაჯილდოვდა კომპიუტერით. ჩვენ ვთვლით, რომ 19 წლის მოზარდის დახურული ტიპის ციხეში გამოკეტვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებს. ამას გარდა, მას სტაბილური ფსიქიკა ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული; მისი იზოლაცია, ციხეში დაპატიმრება, დახურული სივცრე, ოჯახთან, სკოლასთან, სანაცნობო წრესთან, მეგობრებთან განშორება უარყოფითად იმოქმედებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ა.შ.»,- ნათქვამია წერილში.

წერილი ხელმოწერილია არმენ მკოიანის კლასელების მიერ. კლასის ხელმძღვანელმა გამოიძახა ისინი სკოლაში იმისათვის, რომ ხელი მოეწერათ პეტიციაზე. მოსახლეობის თქმით ზოგიერთ სოფელში სოფლის რწმუნებულებმა სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლებს მიმართეს და უთხრეს, რომ ხელი მოაწერონ.

Jnews-მა ამ საკითხის გარკვევა ახალქალაქის მერთან იურიკ უნანიანთან შეეცადა, რადგან ის, ვისაც მოსახლეობა სოფლის რწმუნებულ პირებს უწოდებს, დღესდღეობით სოფლებში მერის წარმომადგენლები არიან.

«სოფლის რწმუნებული პირები ამით არ არიან დაკავებულნი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამას აკეთებენ დეპუტატები და მათი აქტივისტები. ეს არც ისე დიდი საქმეა, უბრალოდ, როგორც პეტროსიანის შვილმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, ასევე ამათ დაწერეს და აგროვებენ, რომ თუ ეს შესაძლებელია, გაათავისუფლონ 19 წლის სკოლის მოსწავლე, რათა მან სკოლა დაამთავროს და დანაშაულის აღკვეთი ღონისძიების გადაწყვეტილება შეიცვალოს»,- გვიპასუხა იურიკ უნანიანმა.

საქარტველოს პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვება მისი ძმისშვილის არმენ მკოიანის თანაკლასელებმა დაიწყეს.

«დღეს ციხეში ჩასვეს სკოლის მოსწავლე, ხელმოწერების შეგროვების ავტორი მისი თანაკლასელები არიან. ორი კლასიდან წარმომადგენლები შეგროვდნენ და სკოლის დირექციას მიმართეს, განაცხადეს, რომ ისინი ბოლო ზარზე მონაწილეობას არ მიიღებენ, არც ატესტატებს აიღებენ და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. როდესაც მოსახლეობამ დაინახა, რომ ხელმწოერებს სკოლის მოსწავლეები აგროვებენ, სურვილი გაუჩნდათ ხელი მოეწერებინათ. სხვა მიზეზი გახდა ის, რომ სამველ პეტროსიანის ხალხმა უკვე 10 დღეა დაიწყო სოფლებში ხელმოწერების შეგროვება, რათა ციხიდან გამოუშვან ის. ჩვენ გვირეკავდნენ იხტილადან, ალასტანიდან, ბალხოდან, კორხიდან, თოთხამიდან, ბავრადან და გვეუბნებოდნენ, რომ ეს ხალხი აგროვებს ხელმოწერებს, მაგრამ ჩვენ ამას ყურადღება არ მივაქციეთ»,- თქვა ენზელ მკოიანმა.

რაც შეეხება სოფლის რწმუნებულების მონაწილეობას ხელმოწერების შეგროვებაში, მკოიანმა თქვა:

«მე ამის შესახებ გუშინ გავიგე, დავურეკე ნინოწმინდის მერს და ვუთხარი, რომ არცერთი სახელმწიფო მუშაკი არ უნდა იყოს ამაში ჩარეული. რაც შეეხებათ დეპუტატებს, მე საქმის კურსში არ ვარ, რადგან ისინი ხალხის არჩეულია და თავად წყვეტენ რა უნდა გააკეთონ»,- დაამატა მკოიანმა.

ჯერ კიდევ უცნობია თუ სამველ პეტროსიანის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვების რა კონკრეტული პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთი მისი მომხრე, ვინც დაგვთანხდა გაეკეთებინა კომენტარი, მაგრამ არ ისურვა საკუთარი თავის წარდგენა, თქვა რომ ხელმოწერების შეგროვება ორგანიზებული იყო არა ნათესავებისა და მომხრეების, არამედ მოსახლეობის მიერ.

«ჩვენთვის ცნობილია, რომ ახალქალაქის მერია ასრულებს დავალებას და მკოიანის ძმისშვილის გათავისუფლების მხარდასაჭერად სოფლების რწმუნებულებისა და სკოლების დირექტორების მეშვეობით სახელმწიფო დაწესებულების მუშაკების ხელმოწერებს აგროვებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება სწორად მიმდინარეობს, და მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ის არ იყო დამნაშავე, ის თავს იცავდა. თავს დაესხნენ და მის მოკლვას ცდილობდნენ. ჩვენ არაფერი არ მოგვიმოქმედებია, მაგრამ ვიცით, რომ ხალხი აგროვებს ხელმოწერებს, რომ პარლამენტმაც უშუამდგომლოს, რათა მან მისი დეპუტატობის პოზიცია არ გამოიყენოს და გამოძიების ობიქტურ ჩატარებაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე გავლენა არ მოახდინოს, ხელი არ შეუშალოს. თუ ისინი ამდენ რამეს წერენ, მაშინ სიმართლე დაწერონ, რომ ამ ბიჭის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და რომ ეს საქმე გვერდზე იყო გადადებული და არ იყო გახსნილი»,- თქვა მან.

სამველ პეტროსიანის დანაშაულის აღკვეთის ცვლილების პეტიციის ტექსტი ჩვენ ვერ ვნახეთ. ხალხს, ვისაც ხელმოწერისთვის მიმართავდნენ, ტექსტი არ უნახავთ, და ჯერ კიდევ ცნობილი არ არის თუ მზადაა საბოლოო ტექსტი. Jnews-ის ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად სამველ პეტროსიანის მომხრეებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ენზელ მკოიანის წინააღმდეგ, რათა პარლამენტის მანდატი ჩამოართვან, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ პეტროსიანის გათავისუფლებისათვის შეაგროვებდნენ.

შეკითხვაზე, თუ იცის რა ხელმოწერებს აგროვებენ პეტროსიანის მომხრეები, მკოიანმა თქვა:

«ის მე მესვრის, და თავდაცვის მიზნით მეც მაქვს იარაღის გამოყენების უფლება. ხალხისთვისაც ცნობილია, რომ ის ისროდა, თავიდან მისმა შვილმა ამოიღო იარაღი, შემდეგ თვითონ. მას ჩემი მოკვლა უნდოდა. მე ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მისი ნასროლი ტყვიები გარშემო მყოფ ადამიანებს არ მოხვდა. რაც შეეხება შეგროვებას, დაწერონ, ამისთვის არსებობს სასამართლო, გამოძიება, ისინი გადაწყვეტენ, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა»,- განაცხადა ენზელ მკოიანმა.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, 15:28 საათზე, კაფე «გოლდ»-ის წინ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატ სამველ პეტროსიანს ეკუთვნის, მოხდა კონფლიქტი პეტრისნსა და მკოიანის ნათესავებს შორის. კონფლიქტი ხანმოკლე იყო და მალევე დასრულდა. როდესაც თითქოს და ყველაფერი დამთავრდა და მხარეებიც დაიშალნენ, ენზელ მკოიანს, «ქართული ოცნების» პარტიის მოქმედ წევრს, ენზელ მკოიანსა და «ნაციონალური მოზრაობის» ყოფილ წევრს, სამველ პეტროსიანს შორის, იწყება სროლა. ამის შედეგად ახალქალაქის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს.