საქართველოში მიწისძვრა კიდევ 2-ჯერ მოხდა.
ბიძგები ამჯერად თბილისის დროით 09:18 და 09:47 საათებზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი ამ შემთხვევაშიც სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრების სიძლიერემ, 3.1 და 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე 4.8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა 07:36 საათზე, ხოლო 4.5 მაგნიტუდის სიძლიერის – 09:10 საათზე. ორივე შემთხვევაში ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.