მრავალი წლის განმავლობაში, წლევანდელის გამოკლებით, ახალქალაქელები «შაბათობას» აწყობენ, ასუფთავებენ ქალაქს, ტავშანკის შემოგარენსა და ახალქალაქის ციხის ტერიტორიას. არსებობს კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც ადამიანი ანაგვიანებს, მაგრამ ხელი ვერ მიუწვდება იქამდე, რომ ეს ნაგავი დაასუფთავოს. წმინდა «ჩგნავორამდე» გზა დიდი ხნის ნაგვით არის გავსებული.

ხეობისა და მდინარე თაფარვანის ლამაზ პეიზაჟს, რომელსაც მომლოცველები წმინდა «ჩგნავორამდე» მიჰყავს, აფუჭებს მხოლოდ ერთი რამ, ეს «ყოვლისმომცველი» ნაგავია. ახალქალაქელები თავის ერთ-ერთ საყვარელ წმინდა სალოცავს «ჩგნავორს» უწოდებენ.

ახალქალაქელებს აქვთ ტრადიცია, სალოცავის ხეების ტოტებზე აბამენ თავსაფარს და სურვილს ჩაიფიქრებენ ხოლმე. ადამიანებს სჯერა რომ, როდესაც ეს ნაჭერი ქრება ან იშლება, მაშინ ოცნება სრულდება. ბოლო დროს ხალხი ნაჭრებს იშურებს, და ხეებზე პოლიეთილენის პარკებს აბამს, იმას კი არ ითვალისწინებს, რომ პოლიეთილენი 100 წლის განმავლობაში არ იხრწნება. ეს პეიზაჟი ისეთ შთაფეჭდილებას ტოვებს, თითქოს, სალოცავთან ნაგავსაყრელია.

srbavayr

როგორც, მაგალითად, ქვედა ფოტოზე შეგვიძლია ვიხილოთ, ნაწილი ნაგავი უახლოესი სოფლებიდან არის გადმოყრილი.

vanq

ნაწილი კი მდინარეს ნაპირზე გამოაქვს.

vanq2

vanq3

ადრე მდინარეზე გადასვლა სახიფათო იყო, რადგან ეს საჭიროებდა ჟანგიანი მილების ხიდის გადასვლას, რომელსაც ხიდს ვერც კი დაარქმევდი. ვისაც ეშინოდა ძველ ხიდზე გადასვლა, სალოცავთან დიდი გზის მოვლით ჩადიოდა. უკვე რამდენიმე წელია ძველი ხიდის ადგილას ახალი არსებობს, უფრო სანდო და მყარი, თუმცა ძველი დაჟანგული ხიდი გადაადგეს მდინარეში და ის დღემდე იქ არის.

vanq1 ძველი ხიდი

ყველაზე საშინელი კი არის ის, რომ დროდადრო აქ მაწანწალა ცხოველების ცხედრებს შეიძლება წავაწყდეთ, რომლებიც არავის გააქვს.
vanq5

პატივისცემით უნდა ვექცეოდეთ არა მარტო სალოცავს, არამედ გარემოს და მის გარშემო ბუნებას.