ახალქალაქის რაიონული სხდომის (საკრებულოს) გადაწყვეტილებით, 67,5 კვ.მ. ფართობი, სადაც საოლქო საარჩევნო კომისია მდებარეობს, გადაეცემა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალქალქის მუნიციპალიტეტს წერილით მიმართა, რათა 67,5 კვ.მ. ფართობი დამატებით გადაეცეს კომისიას იმ შენობაში, სადაც ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია მდებარეობს.
ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატები დათანხმდნენ უფასოდ გადასცენ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიას აღნიშნული ფართი.