დღეიდან, 17-დან 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულიად აიკრძალა. გადაადგილება არ იკრძალება მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში.
ახალქალაქის მოსახლეობამ ავტოფარეხებში შენახული ველოსიპედები გაიხსენა, ვინაიდან მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება არ იკრძალება.
მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა: ვის შეუძლია გადაადგილება
შუადღის 12:00 საათის შემდეგ ახალქალაქში და ქალაქის შემოგარენში მანქანებს იშვიათად ნახავდით.
ქუჩებში ძირითადად პოლიციის ავტომანქანები მოძრაობდნენ. ასევე შეინიშნებოდა სატვირთო მანქანების მოძრაობა, რამლებსაც რაღაც საქონელი გადაქონდათ.
პოლიციელები მოსახლეობას დილიდან აფრთხილებდნენ, რომ 12:00 საათამდე სახლებში დაბრუნდნენ, რადგან მერე ქუჩაში ავტომობილებით გადაადგილება არ შეიძლება.
თითო-ოროლა მანქანა, რომელიც 12:00 საათის შემდეგ ქუჩაში იყო, საპატრულო პოლიციის თანხმლებით მივიდა დანიშნულების ადგილამდე. ისინი გააფრთხილეს, რომ თუ მეორედ ნახავენ მათ ქუჩაში ამ დროს, დააჯარიმებენ.
დაცარიელდა ასევე ბანკები.
აღნიშნული შეზღუდვის დარღვევის ჯარიმების შემთხვევები ახალქალაქში ჯერ არ დაფიქსირებულა.