ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების ორგანიზაციას 12 500 ლარს გამოუყოფს ტურიზმის მოდელის შექმნისა და მუნიციპალიტეტის რეგიონების პოპულარიზაციის დახმარებისათვის.

დღეს, 16 დეკემბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2019 წლის ბიუჯეტის უკანასკნელ ცვლილებებს გადახედა. ერთ-ერთი პუნქტის თანახმად გათვალისწინებული გრანტი არაკომერციულ ორგანიზაცია “სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის მართვის ორგანიზაციისათვის” 12 500 ლარის ოდენობის თანხა გამოუყო.

მუნიციპალიტეტმა აღნიშნულ ორგანიზაციასთან მემორანდუმს 8 ნოემბერს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ისინი უნდა დაკავდნენ მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებით.

ორგანიზაცია რეგიონალურია და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტისათვის მუშაობს.

“ორგანიზაცია მთელი რეგიონის მიერ არის დაარსებული და ტურიზმის განვითარებით იქნება დაკავებული. მე არ ვიცი რამდენი იყო დახარჯული. ადამიანები უკვე დაკავდნენ ამ საქმით. მათ უნდა შეადგინონ ტურისტული მარშრუტები, ბუკლეტები და ტრაფარეტები. დაწყებული სამუშაოები მომავალი წლის ნოემბერში დასრულდება. სამუშაოები რეგულირდება რეგიონალური მასშტაბით”,- აღნიშნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, არმენ მარანგოზიანმა.