დღეს, 30 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი საქართველოში, ჰასან ხალილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს და ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები ახალქალაქიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან: კარტიკამი, კოჩიო, ვაჩი, ტურცხი, თახჩა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი და მისი ორი მოადგილე: თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი.
ჰასან ხალილმა ჯერ საკუთარ თავზე ისაუბრა, შემდეგ კი იმ პრობლემებით დაინტერესდა, რომლებიც ახალგაზრდებს აწუხებთ და რომელთა გადაჭრა სურთ UNICEF-ის დახმარებით.
ახალგაზრდებმა ისაუბრეს სოფლებში ახალგაზრდობის განვითარების კულტურული ცენტრების, ბიბლიოთეკებისა და ლიტერატურის არარსებობაზე, ასევე, ახალგაზრდებისთვის გასართობი და დასასვენებელი ადგილების, სპორტული დარბაზებისა და სექციების პრობლემაზე. აღინიშნა, რომ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მცირეა, რის გამოც, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ქალაქის კულტურული, გასართობი, სპორტული ადგილები. ერთ-ერთმა მონაწილემ ისაუბრა ცენტრის საჭიროებაზე, სადაც კურსდამთავრებულები შეძლებდნენ სახელმწიფო ენის შესწავლას მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად. ისაუბრეს სოციალურ დახმარებაზე და ბევრ სხვა საკითხზე. შეხვედრის მონაწილეები ძალიან აქტიურები იყვნენ.
ერთ-ერთმა მონაწილემ ასევე იკითხა, შეეძლო თუ არა UNICEF-ს ახალქალაქში ძაღლების თავშესაფრის შექმნაში დახმარება. მონაწილეები ასევე დაინტერესდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალგაზრდებისთვის სამცხე-ჯავახეთის პროგრამებით.
როგორც ჰასან ხალილმა განაცხადა, UNICEF-მა გახსნა ბავშვთა დაცვის ცენტრი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, ახალციხისა და ახალქალაქის შენობებში. მან ჰკითხა, შეხვედრის მონაწილეთა შორის ვინ იყო ამ ცენტრებში ნამყოფი, აღმოჩნდა, რომ მათ შესახებ არავინ იცოდა. საქართველოში ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ასევე დაინტერესდა, სჭირდებათ თუ არა ახალგაზრდებს ფსიქოლოგის მომსახურება, ფსიქოლოგიური დახმარება, დაინტერესდა არასრულწლოვანთათვის აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობით.
ახალგაზრდების მიერ წამოჭრილი საკითხების მოსმენისას მერმა, მელქონ მაკარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა მადლობა გადაუხადეს ჰასან ხალილს შეხვედრისთვის და წამოჭრილ საკითხებზე ისაუბრეს.
მელქონ მაკარიანის თქმით, როგორც ქალაქში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში ხელმძღვანელობამ ახალგაზრდების მხრიდან ბიბლიოთეკებში ვიზიტები ძალიან დაბალია. მელქონ მაკარიანმა თქვა, რომ ძალიან უხარია, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ სოფლის პრობლემების მოგვარებით, მოისმინეს ახალგაზრდების მოსაზრებები და შეეცდებიან დაეხმარონ მათ მიგვარებაში.
ნაირი ირიციანმა აღნიშნა, რომ მათ იციან ყველა პრობლემის შესახებ, უბრალოდ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ იძლევა ყველა საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტის საშუალებას, რომ “სოფლის დახმარების პროგრამით” სოფლების უმეტესობა სტადიონებისა და სათამაშო მოედნების აშენებას ირჩევს.
ჰასან ხალილი მოხარულია, რომ ახალგაზრდობა თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს და განაცხადა, რომ თანამშრომლობას გააგრძელებენ.