დღეს, 27 ივნისს, ახალქალაქში, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგის მიზანი იყო დამსწრეებისთვის ახალი შრომის კანონმდებლობის გაეცნოთ, რათა ადამიანებმა იცოდნენ, რის გაკეთება შეუძლიათ სამსახურში დისკრიმინაციის ან სექსუალური შევიწროების შემთხვევაში.
ტრენინგს საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტის (GIPA) წარმომადგენელი, შრომითი უფლებების იურისტი ქეთევან სვანიძე უძღვებოდა.
„დღევანდელი ტრენინგის მიზანია საჯარო მოხელეებს, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებს გავაცნოთ შრომითი ურთიერთობების სიახლეები, თუ ვის უნდა დაუკავშირდნენ სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისა და შევიწროების შემთხვევაში. გავაანალიზებთ საქართველოს კანონმდებლობას და განვიხილავთ საერთაშორისო გამოცდილებას“, – განუცხადა Jnews-ს ქეთევან სვანიძემ.
პროგრამა “საქართველოს ქალთა ფონდის” ფინანსური დახმარებით ხორციელდება.