«დღეს კარანტინის მე-5 დღეა. დარჩა კიდევ 9»,-დღეებს ითვლის მარტინ ფალანჯიანი. ახალქალაქელი მოსწავლე მე-5 დღეა რაც აშშ-დან დაბრუნდა, სადაც FLEX-ის გაცვლითი პროგრამით სწავლობდა. რა სიტუაციაა აშშ-ში და როგორ შეხვდნენ მოსწავლეებს საქართველოში, ყვება ქალაქ ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის მოსწავლე, მარტინ ფალანჯიანი.
თვითიზოლირება აშშ-ში
«როდესაც საქართველოში და სომხეთში პრევენციული ზომები დაიწყო, იქ ჯერ არაფერი ხდებოდა. იყო საგაზაფხულო არდადეგების ბოლო სასწავლო დღე. სკოლაში უცნაური სიტუაცია იყო, იგრძნობოდა დაძაბულობა. უკვე გაჩნდა სიახლეები მოვლენის განვითარების შესახებ და ჩემმა ასტრონომიის მასწავლებელმა ბოლო გაკვეთილზე მითხრა: «იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს და ვეღარ გნახავ. ამიტომ მინდა დაგემშვიდობო, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა და ა.შ.». არდადეგების ერთი კვირის შემდეგ დაიწყო კორონავირუსის შემთხვევები, მაგრამ ჩვენს ქალაქში, რომელიც ტეხასის შტატის დედაქალაქთან, ოსტინთან, 10 წუთის სავალია, არაფერი იყო. აი იქ იყო კორონავირუსის შემთხვევები. არდადეგების ბოლო კვირას, შემთხვევები ჩვენს ქალაქშიც დაფიქსირდა, ანუ იქ სადაც მე ვცხოვრობდი რაუნდ როქში და ჩვენს რაიონშიც კი აღმოჩნდა. ამის შემდეგ სკოლამ გამოაცხადა, რომ არდადეგები კიდევ ორი კვირით გაგრძელდებოდა. 4 მაისამდე ჩვენი სკოლის მოსწავლეებს არდადეგები აქვთ».
როგორ სწავლობენ აშშ-ში თვითიზოლირების პირობებში
«მათ რაღაც ონლაინ-პროგრამა დანერგეს, თუმცა ისეთი არა, როგორიც აქ გვაქვა. გვითხრეს, რომ ამა და ამ ვებ-გვერდებზე არის მასალები, შეგვიძლია შევიდეთ და წაკითხოთ. ამ კვირიდან მათ ოფიციალური ონლაინ-სკოლა ეწყებათ. აშშ-ში არის ისეთი კანონი, სადაც ნათქვამია, რომ 18 წლამდე ბავშვებს მასწავლებელთან და კლასთან ონლაინ საუბარი არ შეუძლიათ, ანუ კამერით საუბარი არ შეიძლება, ამიტომ მათ აქვთ ჩაწერილი გაკვეთილები, რომლებსაც მოსწავლეები ისმენენ, შემდეგ აკეთებენ საშინაო დავალებებს და აბარებენ».
FLEX alumni თუ არა?
«უკვე 4 აპრილს შემატყობინეს, რომ ჩვენ მივემგზავრებით და ჩემ host (მასპინძელი) მშობლებმა მიმართეს სკოლას, რათა მე უკვე დამემთავრებინა ის და ჩემი აკადემიური მოსრების ტაბელი მოეცათ. ასევე მოეცათ იმის დამადსტურებელი საბუთი, რომ მე-11 კლასი დავამთავრე. და მე ოფიციალურად თავისუფალი გავხდი. მე აღარ შემეძლო ონლაინ კურსებზე სწავლა, რადგან დროც აღარ მქონდა, ჩვენ უკვე საქართველოში დასაბრნებლად ვემზადებოდით. მანამდე, მარტში, გვითხრეს, რომ თუ ჩვენს მშობლებს სერდათ ჩვენი სახლში დაბრუნება, FLEX-ი გადაგვიხდიდა და სასწავლო წლის დასრულების შემდეგ FLEX alumni-ს (FLEX-ის პროგრამის კურსდამთავრებული) სტატუსს მოგვცემდა. ანუ პროგრამა ჩვენ ოფიციალურად დავასრულეთ და მივიღეთ სერტიფიკატები და ამიტომ, მაშინ დაახლოებით 16 ფლექსის მოსწავლე დაბრუნდა საქართველოში. მე არ დავბრუნდი მაშინ, რადგან როდესაც მშობლებს ველაპარაკებოდი, ტეხასში კარგი სიტუაცია იყო, მაშინ დაავადებულები არ იყვნენ და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სახლში ჯდომა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე აეროპორტების გავლით სახლში დაბრუნება».
აშშ-ში კორონავირუსის სიტუაცია
«ტეხასში სიტუაციას ფანატიზმის გარეშე აღიქვამდნენ, ანუ კალიფორნიასა და ნიუ იორკში ყველაფერს კეტავდნენ, ტეხასში კი ბევრი რამ ღია იყო. ორი კვირის განმავლობაში გარეთ გასვლა შეიძლებოდა. შემდეგ ყველაფერი დაიკეტა, კაფეები, რესტორნები. მაგრამ მაღაზიები ღია იყო. ხალხი დადიოდა პირბადეებით და მათ გარეშეც. პარკებში სეირნობდნენ იქამდე, ვიდრე ტეხასმა პარკების დაკეტვის კანონი არ მიიღო. მაგრამ ბოლო დრომდე იყვნენ ადამიანები, რომლებიც სეირნობდნენ, დილაობით დარბოდნენ და ვარჯიშობდნენ, ცხოვრება გრძელდებოდა. ხალხს ბოლომდე არ ჰქონდა გააზრებული, რომ ეს სახიფათოა, არ იყო პანიკის შეგრძნება. ისინი თვლიდნენ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ».
როგორ გამოჰყავდათ მოსწავლეები აშშ-დან
«ჩვენ გამგზავრების შესახებ 9 აპრილს შევიტყვეთ, მაგრამ ბოლო დრომდე ბილეთებს ვერ ვღებულობდით. იყო ძალიან რთული, ისინი ძალიან ცდილობდნენ. მუშაობდნენ, რომ ბილეთები ეშოვათ, რადგან ჩვენი ყველას გამოყვანა ჰქონდათ დავალებული. მე ოსტინის შტატის დედაქალაქთან ახლოს ვცხოვრობდი, მაგრამ ბევრი შორს ცხოვრობდა, მაგალითად, ფერმებში, პატარა ქალაქებში, სადაც სულ რაღაც 400 ადამიანია. რა თქმა უნდა იქ არ არის აეროპორტები. ჩვენ ორი დღით ადრე გამოგვიგზავნეს ბილეთები. მე ოსტინიდან ხიუსტონში ჩავფრინდი. შემდეგ ვაშინგტონში, სადაც ყველა შეიკრიბა და სპეც რეისით კატარში გავფრინდით, მერე დოჰაში და იქიდან თბილისში. ვიყავით ჩვენ და FLEX-ის პროგრამის მოსწავლეები სომხეთიდან».
როგორ დაგხვდნენ თბილისში
«ჩვენ გვიან ღამით ჩამოვედით, აეროპორტში ჩვენ დაგვხვდნენ, გაგვიზომეს ტემპერატურა, გავიარეთ თერმოსკრინინგი. ჩვენ აეროპორტში არ შევსულვართ, ცალკე გასასვლელიდან გაგვიყვანეს. პირველი 32-ს ადამიანი პირველ ავტობუსში დაგვსვეს, მე მათ შორის ვიყავი. ამ პროგრამით ჯავახეთიდან 4-ნი ვიყავით, მაგრამ მე წინ ვიჯექი და ამ 32 შორის აღმოვჩნდი, ამიტომ ჯავახეთიდან კახეთში მარტო მე ვარ. დანარჩენები 25 მოსწავლესთან ერთად თბილისში მოხვდნენ. ჩვენ კახეთში «პარკ ჰოტელში» ვართ. ისინი თბილისში «შერატონში» არიან».
«სასტუმროში ორი ეკიპირებული ადამიანი დაგვხვდა, ჩვენ და ჩვენი ჩემოდნები დაამუშავეს ანტისეპტიკით. სასტუმროში ცალცალკე ოთახებში მოგვათავსეს. ვიღებდით ნებისმიერ ნომერს, რომელიც გვინდოდა, ისინი არეგისტრირებდნენ. ჩვენ ნომრებამდე მიგვაცილეს. ჩემს ოტახში მე მარტო ვცხოვრობ, ნომერთან არის მაგიდა ორგანული შავი პარკით. როდესაც მივედით იყო დაახლოებით 1:30 და ჩვენ 2:30 საათზეც კი მოგვიტანეს ვახშამი, რათა გვეჭამა და დაგვეძინა. და ასე დაიწყო კარანტინი».
კარანტინი
«ჩვენ ვიღვიძებთ, მოაქვთ საუზმე. როგორი საუზმე გვაქვს ჩვენ. რაც ყოველ დღე მეორდება საუზმეზე ეს არის ძეხვი, ყველი, კარაქი და პური. ამასთან ერთად ცხელი საჭმელები, კრუტონები, სოსისები, კარტოფილი. კარგად გვაჭმევენ. საუზმე, სადილი, ვახშამი, არც გვშივდება ამასობაში. გარეთ გასვლა არ შეიძლება, მაგრამ არის აივანი, სადაც შეგიძლია გახვიდე ჩაისუნთქო ჰაერი. მაგრამ ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ამიტომ ვაღებთ კარს და ნომრებიდან ვეკონტაქტებით ერთმანეთს».
ერთადერთი რაც მარტინს აღელვებს: «მე ძალიან მომენატრა სახლი და ჩემი მშობლები».