დღეს, 15 აპრილს, გამხმარი ბალახის დაწვის შედეგად მორიგი ხანძარი გაჩნდა. ამჟამად ხანძარი ტყეს აუხლოვდება, სახანძრო სამსახური ჯერ არ ჩანს, იქ დაახლოებით 15 წუთის წინ (დაახლოებით 18:45 საათზე) დარეკეს. სოფელი არაგვისა და გომანის მოსახლეობა საკუთარი ძალებით ებრძვის ცეცხლს, რათა არ შეუშვას ხანძარი ტყეში, თუმცა ის დიდი სიჩქარით ვრცელდება.
ხანძარი გაჩნდა სოფელი არაგვისა და გომანის მთებთან, ცეცხლი ფერდობისკენ ვრცელდება. მოსახლეობა, სახანძრო სამსახურის ლოდინში, ცეცხლს შეძლებისდაგვარად ებრძვის.
«ამჟამად ჩვენ ჩვენი ძალებით ვიბრძვით, სახანძრო ახლოვდება. 15 წუთის წინ გვითხრეს, რომ მოდიან, მაგრამ ჯერ არ ჩანან. მართალია ცეცხლი ტყეს უახლოვდება, მაგრამ ჩრდილოეთის მხარეს ხეების ქვეშ ჯერ კიდევ არის თოვლი, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ხანძარი ღრმა ტყეში ვერ შეაღწევს»,- ამბობს სოფელი არაგვაში მერის წარმომადგენელი, ღაზაროს უნანიანი.
ფოტო Jnews-ის არქივიდან.
მასალა განახლდება…