21 ივნისს ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სეტყვა მოვიდა, რომელმაც დააზიანა მოსავალი. ასეთი რამ ხდება ყოველ წელიწადს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ასუბსიდირებს აგროდაზღვევას, ახალქალაქელი ფერმერები დაზღვევით არ სარგებლობენ.
ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში: დილისკაში, ხულგუმოში, კულიკამში, გომანშსა და ალავერდში 21 ივნისს ხანმოკლე სეტყვა იყო, რომელმაც ფერმერებს დიდი ზიანი მიაყენა. განადგურდა კარტოფილის, მარცვლეული და ბახჩეული კულტურები. ასევე დაზიანდა ხეები. ამ სეზონზე ახალქალაქში, სეტყვა თითქმის ყოველ წელს აზიანებს მოსავალს, მაგრამ ფერმერებს არ სურთ საკუთარი მოსავლის დაზღვევა. მიზეზებს შორის ასახელებენ იმას, რომ არ ენდობიან სადაზღვევო კომპანიას, არ აქვთ სული, ვერ რეგისტრირდებიან და სხვა.
სოფელი დილისკა ერთ-ერთია, რომელიც გუშინ, ძლიერი სეტყვისას დაზარალდა. მიწასთან გასწორდა არა მხოლოდ კარტოფილის მინდვრები, არამედ მარცვლეული და ბახჩეული. ფერმერების წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ მოსავლის 70-80% გაანადგურა.
ვარაზდათ სალვარიანმა, სოფელ დილისკადან, 25 ჰა-ზე დათესა კარტოფილი და ხორბალი. მისი თქმით, კარტოფილის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ ხორბალს აღარაფერი ეშველება. ვარაზდადმა 25-დან მხოლოდ 3 ჰა მიწა დააზღვია.
“მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ჩემია და მაქვს მათზე საბუთები, დავაზღვიე, მაგრამ ეს სულ რაღაც რამდენიმე ჰექტარია. მიწის უმეტესობა იჯარით მაქვს აღებული, ისინი 5-10%-ს შეადგენენ. დაზღვევა დაკავშირებულია ფულთან, რეგისტრაციასთან, თანაც არც დაზღვევის თანხაა მცირე”, – ამბობს ფერმერი.
ვარავნ სალვარიანის აზრით, ხელისუფლება რეგიონს საკმარის ყურადღებას არ უქმობს.
“არავინ ფიქრობს ჩვენზე, სამცხე-ჯავახეთის მთელს რეგიონში ერთი სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობა არ დგას. ისინი ხომ არც ისეთი ძვირია”, – ამბობს სალვარიანი.
გუშინ სეტყვა სოფელ გომანშიც მოვიდა და მოსავალი გაანადგურა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ჰამლეტ მოვსესიანი ამბობს, რომ სეტყვამ ფერმერებს დიდი ზიანი მიაყენა. მისივე თქმით, სეტყვა ისეთი ძლიერი და ისეთი ზომის იყო, რომ არა მხოლოდ მინდვრები დააზიანა, არამედ სახლები და მანქანები. ჰამლეტ მოვსესიანის თქმით, სოფელში არავის დაუზღვევია საკუთარი მოსავალი.
“არ აზღვევენ. ერთ წელიწადს დააზღვიეს და იმედები გაუცრუვდათ. არასწორად შეაფასეს ზარალი, ხალხს აღარ უნდა, აღარ ენდობიან. ჩემი მოსავალიც სეტყვამ გააფუჭა, მეც არ დამიზღვევია. ვეცდებით აღვადგინოთ, ვნახოთ, ჩემი მოსავლის 80% დაზიანებულია”, – ამბობს ჰამლეტ მოვსესიანი.
აგროდაზღვევა საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს. საკმაოდ ბევრი სადაზღვევო კომპანია მუშაობს აგროდაზღვევის სფეროში. მიმდინარე წელს ბაზარზე ამ მიმართულებით 6 კომპანიაა: “ალდაგი”, “პრაიმი“, “არდი”, “თიბისი დაზღვევა” “სადაზღვევო ნიუ ვიჟენი”, “საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი”.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არ არიან აქტიურები და არც საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ. მაგრამ ყველა კომპანის თავისი წარმომადგენელი ჰყავს ახალქალაქშის მუნიციპალიტეტში, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ფერმერების უიმედო განწყობაზე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “ალდაგის” ოფისი 2015 წლიდან მოქმედებს. 2 დღის წინ “სადაზღვევო ნიუ ვიჟენის” ოფისი გაიხსნა. დანარჩენ კომპანიებს ახალქალაქში ოფისები არ აქვთ.
მოსავლის დაზღვევა – სახელმწიფო პროგრამაა. სახელმწიფო დასაზღვევო თანხის 70%-ს იხდის, მიწის პატრონი კი 30%-ს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა კომპანია აზღვევს მოსავალს სეტყვისგან, წყალდიდობისგან, შემოდგომის ყინვებისგან და ქარბუქისგან.
შეგახსენებთ, რომ საერთო სადაზღვევო თანხა 1 ჰა კარტოფილის მინდორზე – 1275 ლარია, აქედან 382,50 ლარს იხდის ფერმერი, ხოლოდ 892,50 ლარს სახელმწიფო. დაზღვევის ნორმების თანახმად, 1 ჰა კარტოფილის მინდვრის 100%-ით დაზიანებისთვის შესაძლებელია 15 000 ლარის კომპენსაციის მიღება, ანუ 1 კგ კარტოფილზე 0,60 თეთრი, თუ 1 ჰა-ზე 25 000 კგ მოსავალს ვიანგარიშებთ.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა უკვე 8 წელია მოქმედებს, თუმცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით მას, არც თუ ბევრი იყენებს.