«არმატ» საინჟინრო ლაბორატორიის მოსწავლეების მიერ დამზადებული 62 დამცავი პირბადე ახალქალაქისა და ნინოწმინდის საავადმყოფოებს გადაეცა.
40 დამცავი პირბადე, რომელიც სამედიცინო მუშაკებისათვის არის გათვალისწინებული, ახალქალაქის საავადმყოფოს, დანარჩენი 22 კი ნინოწმინდის საავადმყოფოს გადაეცა.
იმისათვის, რომ საინჟინრო ლაბორატორიის მოსწავლეებმა 3D-პრინტებზე დამცავი პირბადე დაამზადონ, საათ-ნახევარი სჭირდებათ. 62 პირბადიდან, 15 სოფელი ეშტიის «არმატის» მასწავლებლებმა დაბეჭდეს, დანარჩენი დაამზადეს ახალქალაქში.
«რატომ შევარჩიეთ საავადმყოფოები? ვიანიდან ახლანდელი მდგომარეობით, რისკის ჯგუფში ექიმები არიან, მათ უშუალო კონტაქტი აქვთ ავადმყოფებთან. ჩვენ გადავწყვიტეთ ექიმები მოგვემარაგებინა პირბადეებით, მათი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, რათა მათ, პირველ რიგში, მოახერხონ მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნვეყოფა»,- თქვა ახალქალაქში «არმატ» საინჟინრო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, მარგარიტა ჯავარჯიანმა.
«არმატ» ლაბორატორიის მოსწავლეებს სურთ ახალქალაქში პირბადეების წარმოების გაგრძელება, თუმცა მათ საკმარისი მასალა არ გააჩნიათ. ისინი რესურსებს სომხეთიდან ღებულობდნენ.