ახალქალაქის აგრარული ბაზარი ღიაა, თუმცა მყიდველებს შეუძლიათ შესვლა მას შემდეგ, რაც ხელების და ფეხების დეზინფექციას ჩაიტარებენ.

აგრარული ბაზარი, რომელიც 8 აპრილიდან გაურკვეველი დროით დაიკეტა, ისევ გაიხსნა. ბაზარზე სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდა. მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ბაზარი გაურკვეველი დროით იკეტება. მოგვიანებით ბაზარი გამონაკლისების სახით ისევ გაიხსნა, თუმცა მომხმარებლისა და გამყიდველების მხრიდან ჰიგიენური ზომების მკაცრი დაცვა აუცილებელია.

«შაბათს ახალციხიდან, წარმოების სააგენტოდან ჩამოვიდნენ და დაათვალიერეს. მთელი დღის განმავლობაში ბაზარს ვასუფთავებდით. შემდეგ ვთხოვეთ გახსნა, რადგან აღდგომა მოდიოდა, მათ ნება დაგვრთეს»,- თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა.

მყიდველებს შესვლა მხოლოდ ერთი შესასვლელიდან შეუძლიათ, ხოლო გასვლა მეორედან. ბაზრის შესასვლელში სადეზინფექციო ხალიჩები აფენია, სადაც ადამიანებმა ფეხები უნდა გაიწმინდოს. შესასვლელში დგას ერთი ადამიანი, რომელიც შემსვლელებს ხელების დეზინფექციას უტარებს და ამის შემდეგ უშვებს საყიდლებზე.

აღნიშნულ პროცესს ბაზრის ადმინისტრაცია აკონტროლებს.
«ჩვენ ვცდილობთ, რომ ბაზარზე 30 მყიდველზე მეტი არ შეიკრიბოს. უკვე მესამე დღეა ასე ვმუშაობთ, ყოველ დღე დეზინფექციას ანტისეპტიკით ვატარებთ. მთელ რეგიონში მხოლოდ ჩვენი ბაზრის გახსნა დაუშვეს»,- თქვა ახალქალაქის აგრარული ბაზრის დირექტორმა, არარატ საარიანმა.

bazar1

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ჰიგიენური ნორმების დარღვევის შემთხვევაში ბაზარი ისევ შეიძლება დაიკეტოს.