19 ივნისს, ნინოწმინდაში, თბილისისა და ნინოწმინდის ვეტერანებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართა. თბილისის ნაკრებში უკრაინელი ვეტერანებიც თამაშობდნენ. თამაში ფრედ, ანგარიშით 10:10 დასრულდა.
მატჩის ორგანიზატორი, აქტიური ახალგაზრდა ვაჰე ირიციანია, რომელიც 6 წლის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. იგი ამ თამაშს დიდი ხანი ელოდა.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს, 5-6 წლის განმავლობაში უკვე ბევრი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. წელს ზაალ ჩიტალაძესთან ერთად, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს, გადავწყვიტეთ მსგავსი შეჯიბრი ნინოწმინდაში გაგვეტარებინა. გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდა, რადგან ნინოწმინდაში ქართველი ლეგენდების გარდა, უკრაინელი ვეტერანებიც ჩავიდნენ, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი სერჟ ქორიძე, რომელიც უკრაინის ნაკრებში თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო. წარმოგიდგენიათ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ გუნდთან ერთად ვითამაშეთ, სადაც ალიკ სარქისიანიც თამაშობდა“, – ამბობს ვაჰე ირიციანი.
ნინოწმინდის გუნდში ძირითადად 30 წელზე უფროსი მოთამაშეები თამაშობდნენ, იყვნენ 60-63 წლისებიც, მათ შორის ვანიკ ბდოიანი და არშაკ პოდოსიანი.
ვაჰე აღიარებს, რომ თბილისელმა ვეტერანებმა რბილად ითამაშეს, რათა თამაში უფრო საინტერესო და სანახაობრივი ყოფილიყო, მაგრამ ნინოწმინდელი გუნდი სათანადოდ მოემზადა თამაშისთვის.
„მართალი გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდი მზად იყო, ორი გუნდის შედარება შეუძლებელია. ამიტომ თამაშს უფრო ლოიალურად მიუდგნენ და უფრო საინტერესო გამოვიდა, ბევრი გოლი გავიდა. თამაში ფრედ 10:10 დასრულდა“, – დასძენს ვაჰე ირიციანი.
იმედოვნებს, რომ მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ მოეწყობა.