2022 წლის 20 ივნისიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატების საყოველთაო გაცემა იწყება. დაინტერესებულმა პირმა, დოკუმენტების მიღების მიზნით, უნდა მიმართოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზოგადოებრ ცენტრსა ან იუსტიციის სახლის ფილიალს.
სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემას ახორციელებს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებული მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე.