საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევიდან 68 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 68.