ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ახალი საბავშვო მოედნის მოწყობასა და არსებული სათამაშო მოედნის რეკონსტრუქციაზე ელექტორნული ტენდერი 10 ივნისს გამოცხადდა. საერთო თანხა 19 999 ლარს შეადგენს.
პროექტი ახალქალაქის ცენტრალურ პარკში ახალი საბავშვო მოედნის მოწყობას და არსებულის რეკონსტრუქციას გულისხმობს. თავად ტერიტორიაზე ბეტონის საფარი მოეწყობა, ბეტონის ზედაპირს კი რეზინის საფარი ექნება. ბეტონის საფარში გამოყენებული იქნება 8 მმ დიამეტრის გამაგრებითი ბადე, ხოლო რეზინის საფარი იქნება 3 სმ სისქის და შემოიფარგლება შესაბამისი 10X15 ბორდიურებით.
ქვემოთ წარმოგიდგენთ სად განთავსდება ახალი სათამაშო მოედანი, როგორ გამოიყურება ის ელექტრონულ კონკურსში წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით.
ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობა 20 ივლისამდეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ინფრასტრუქტურის შესახებ 2022 წლის 19 მაისის წერილის თანახმად, ტერიტორიის დაგეგმვის, არქიტექტურისა და მშენებლობისთვის, ასევე მიკოიანის გზაჯვარედინის ასფალტირებისთვის გამოყოფილი ფული ახალი საბავშვო მოედნის შეძენასა და ახალქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას მოხმარდება. მიკოიანის ქუჩაზე ჯერ კომუნიკაციებია მოსაწესრიგებელი, შემდეგ კი მოასფალტდება.