დღეს, 13 აპრილს, აღდგომის მეორე დღეს, ახალქალაქში მიცვალებულთა მოხსენიების დღე აღნიშნეს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეზღუდვები ამ ტრადიციამაც განიცადა. ხალხი ცოტახნით მივიდა ახლობლების საფლავებთან, ადამიანები ძირითადად ყვავილების გარეშე იყვნენ და ჩქარობდნენ, რომ საფლავთან უცბად ბევრი ხალხი არ შეკრებილიყო ერთად.
ხელისუფლებამ გარდაცვლილთა მოხსენიების დღეს სასაფლაოზე გასვლა არ აკრძალა, მაგრამ მკაცრად გააფრთხილა, რომ საფლავებთან 3 კაცზე მეტი არ უნდა შეიკრიბოს.
სასაფლაოზე გასვლა შეიძლება, მაგრამ…
პოლიციის მრავალრიცხოვანი მანქანები და თვითონ პოლიციელები, იქ თავისი დასწრებით ანიშნებდნენ იმას, რომ მკაცრი გაფრთხილების დარღვევის შემთხვევაში, 3 კაცზე მეტის შეკრების, ან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დისტანციის დაუცველობის შემთხვევებს ცუდი შედეგები შეიძლება იყვეს, კერძოდ 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ბევრი პოლიციელი იყო, მაგრამ სოფლებში ისინი ყველგან ვერ შეამჩნიეს. ქალაქის სასაფლაოზე ჩვენი ყოფნის დროს, შევამჩნიეთ 5-6 პოლიციის მანქანა, თავად პოლიციელებიც სასაფლაოზე ფეხით პატრულირებდნენ.
დღეს სასაფლაოსკენ მიმავალი გზა სხვა დღეებისგან გამოირჩეოდა. ამ დღეს ზოგადად სასაფლაოსთან ახლოს მოთავსებულია მაგიდები გასაყიდი ყვევილებით, სანთლებით და საკმევლით… დღეს ეს ყველაფერი არ იყო. მართალია ზოგმა ყვავილები მაინც ნახა, მაგრამ ხალხი საფლავებზე ძირითადად მხოლოდ სანთლებით მიდიოდა.
სასაფლაოსთან შეკრებილი ავტომანქანების რაოდენობიდან გამომდინარე, იქ ბევრი ხალხი იყო, თუმცა ჯგუფებად არ იკრიბებოდნენ. ხალხი ახლობლების საფლავებთან სანთელს ანთებდა და შედარებით ცოტახანს რჩებოდა, რათა სხვა ნათესავებსაც დაენთოთ და ერთმანეთთან ახლო შეკრებები არ ყოფილიყო.
მართალია, ზოგიერთ ადგილას 3 კაცზე მეტი იკრიბებოდა, თუმცა ხალხს ეტყობოდა თუ როგორ ცდილობდნენ სწრაფად დაშორებას.