საქართველოში კორონავირუსის კიდევ ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის 266 დადასტურებული შემთხვევიდან 67 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია სამი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453.