დღეს, 9 ივნისს, ახალქალაქის ცენტრალურ (ე.წ. ხას ბახჩას) პარკში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა გადაცემის “საუბარი ამომრჩეველთან” ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ქალაქის მოსახლეობასთან გამართეს.

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლები მოსახლეობას არჩევნებზე გაესაუბრნენ, მათ შეკითხვებს უპასუხეს, თავად დაუსვეს კითხვები, დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები სომხურ და ქართულ ენებზე.

 

akciyya vibori

ამ პროგრამის მიზანია ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის არჩევნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათთვის საარჩევნო ტექნოლოგიების გაცნობა.

ეს პროექტი 2016 წლიდან მუშაობს. ეს არის საქართველოს ცესკოს პროგრამა, რომელსაც ახორციელებენ საოლქო საარჩევნო კომისიები.

„წელს აქცენტი კეთდება ეროვნულ უმცირესობებზე, პლანშეტებზე არის კითხვები, რომლებსაც საუბრის დროს ვსვამთ, ზოგადად, დღევანდელი თაობა ძალიან დაინტერესებულია, ბევრ კითხვას სვამენ, ბუკლეტებს იღებენ, ასეთი ინტერესი არ იყო მანამდე“, – თქვა ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანმა.

პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ორი შეხვედრა გამართეს, ერთი სოფელ კულიკამში, მეორე კი ქალაქის ცენტრალურ პარკში.