დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა და ადგილობრივმა, ნინოწმინდაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ მთავარ გამოწვევებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ბარიერებზე, სტაჟირების პროგრამების სიმცირეზე და ახალგაზრდების დასაქმების პრობლემებზე. ასევე ახალგაზრდების პასიურობაზე. მერმა
ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

დისკუსია მომზადებულია ორგანიზაციის „სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრის“ (SJMC) მიერ პროექტის „მონაწილეობითი ბიუჯეტირება
მოქალაქეთა ინტერესების დაცვისათვის“ ფარგლებში. მისი გადაღება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, ამერიკის შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური
მხარდაჭერით.