Jnews-ის კითხვარი იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენა მოახდინა კორონავირუსმა ჯავახეთზე, ერთ დღე-ღამეში 109 ადამიანმა შეავსო. გამოკითხულთა უმეტესობამ კორონავირუსის პანდემიის შედეგებში აღნიშნა პასუხი «ოჯახის მარჩენალი საზღვარგარეთ სამუშაოდ ვერ წავიდა».
10 აპრილს Jnews-ის გამოკითხვის მხოლოდ რუსულ ვარიანტში, მონაწილეობა 109 ადამიანმა მიიღო. მონაცემები ჩვენ მიერ გროვდება და მათი დამუშავება, გამოკითხულთა უმეტესობის საფუძველზე, შემდეგ მოხდება. 109 გამოკითხულთაგან 64,2% ცხოვრობს ქალაქში, დანარჩენი სოფელში. აღსანიშნავია, რომ უმეტესობის- 65,1%-ს ოჯახში 4-დან 6 წევრია, ხოლო ოჯახების 22% 1-3 წევრისგან შედგება. შეკითხვაზე «სად მუშაობთ» უპასუხა 101 ადამიანმა, აქედან 24,8 % მუშაობს სერვისის სფეროში, მაღაზიებში, რესტორნებში, სალონებში და სხვა სახის სამსახურებში. გამოკითხულთა 23,8%-მა აღნიშნა, რომ ოჯახის შემოსავალი საზღვარგარეთიდან მოდის, 14%-მა აღნიშნა, რომ არ მუშაობს.
შეკითხვაზე «რა ზეგავლენა მოახდინა თქვენს ოჯახზე კორონავირუსმა?» 103 ადამიანმა უპასუხა, მათგან 30,1%-მა აღნიშნა, რომ ოჯახის მარჩენალი საზღვარგარეთ სამუშაოდ ვერ წავიდა, 29,1%-მა უპასუხა, რომ სახლში სხედან და შემოსავალი არ აქვთ, 14,6%-მა აღნიშნა, რომ ოჯახის მარჩენალმა შემოსავალი დაკარგა.
შეკითხვაზე «მიიღეთ თუ არა კარანტინის პერიოდში რაიმე სახის დახმარება?» გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან 107 ადამიანმა უპასუხა. უმეტესობას-78%-ს დახმარება არ მიუღია, 23%-მა აღნიშნა, რომ დაფარეს მათი ელექტროენერგიის გადასახადი, 9%-მა- რომ მუშაობენ დისტანციურად და ღებულობენ ანაზღაურებას, 7%-მა აღნიშნა, რომ მათი ბუნებრივი აირის გადასახადი დაფარეს.
შეკითხვაზე «თვლით თუ არა, რომ თქვენ უნდა დაგეხმარონ?» 30,2%-მა აღნიშნა, რომ დიახ, ამ სიტუაციაში დახმარების გარეშე ვერ გაუმკვლავდებიან, მაგრამ გასახარებელია ის ფაქტი, რომ ამდენმავე აღნიშნა, რომ მართალია უჭირთ, თუმცა დახმარება არ ესაჭიროებათ. 22,6%-ს ესაჭიროება დახმარება, რადგან მათ არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავთ, ხოლო 11,3%-ს აღნიშნა, რომ არა და თვითონ სთავაზობენ დახმარებას სხვებს.
გამოკითხულთა უმრავლესობამ -41,3%-მა არ მოისურვა კონტაქტების დატოვება, რათა შემდგომი კავშირი დაგვემყარებინა, თუმცა ზოგიერთმა მიუთითა საკუთარი ნომერი, სახელი და ელექტრონული ფოსტაც.
მადლობას გიხდით ყველას, ვინც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, Jnews-ი მონაცემებს მუდმივად გაანალიზებს და საბოლოოდ პრეზენტაციას გააკეთებს.
თუკი თქვენ ჯერ არ გაქვთ კითხვარი შევსებული, შეგიძლიათ შეავსოთ აქ