დღეს, 9 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, სომხური სამოციქულო ეკლესიის კანონების თანახმად, ჯავახეთის ტაძრებში ფეხების დაბანის სიმბოლური მსახურება ჩატარდა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით, წარმოქნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, საეკლესიო მსახურება დახურულ კარს მიღმა, მრევლის დასწრების გარეშე, ტარდება.
დიდ ხუთშაბათს სომხურ ეკლესიებში, იესო ქრისტეს მიერ ბოძებული, ფეხების დაბანის მსახურება ტარდება. ამ დღეს მღვდელი, ვინც მსახურებას ატარებს, 12 მსახურთან ერთად ადის საკურთხეველში და ფეხებს ბანს. ამ ცერემონიას საფუძვლად უდევს ევანგელიაში აღწერილი ისტორია, როდესაც იესო ქრისტე, ბოლო ვახშმის წინ, მის მოწაფეებს ფეხებს ბანს.
ძველ სამყაროში, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გზები იყო მტვრიანი და გრძელი გზის გავლის შემთხვევაში, რასაკვირველია ხალხს ფეხები ჭუჭყიანი ჰქონდა. მოსულ სტუმრებს ფეხებს მსახურები და მონები ბანდნენ. თავმდაბლობის ნიშნად ქრისტე ადგილიდან პირველი ადგა, აიღო პირსაწმენდი და პეტრე მოციქულიდან დაწყებული, ყველა მოწაფეს ფეხები დაბანა.
ღვთის ხელთ იყო დიდება და ძალა, მაგრამ ამ მაგალითით მან ხალხს თავმდაბლობა აჩვენა, თქვა, რომ თუ გვინდა ჩვენი საპატიო ადგილი გვქონდეს ზეციურ სამეფოში, ჩვენ სიყვარულით უნდა ვემსახურებოდეთ ერთმანეთს.
დიდი ხუთშაბათის საღამოს ჩვენს ტაძრებში ბრწყინვალე მსახურება სრულდება, რომლის შემდეგაც იწყება პარასკევის, ჯვარცმის მსახურება, რომელსაც “ხავარუმ” (დაბნელება) ჰქვია.
აღსანიშნავია, რომ ყველა მოქმედი ტაძარი, ჯავახეთის ვიკარიატის ეგიდით, დიდი (ვნების) კვირაში, 10:00-დან 20:00 საათამდე იქნება ღია.
ჯავახეთის ვიკარიატი მოსახლეობას აცნობებს:
«11 აპრილს, წმინდა “ჩრაგალუიც”-ის დღეს და 12 აპრილს, ბრწყინვალე აღდგომის დღეს, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული მკაცრი წესების გათვალისწინებით, თქვენ (ყველა სათითაოდ, და არა ჯგუფებად), შეძლებთ ტაძარში მისვლას და კურთხევისა და წმინდა ზიარების მიღებას.
ჩვენ მოგიწოდებთ და გთხოვთ დაუჯეროთ მღვდლებს და ახალგაზრდა მოხალისეებს, რათა ტაძარში შესვლისას შეინარჩუნოთ წესრიგი. ღვთის კურთხევითა და ჩვენი ძალისხმევით ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს განსაცდელი. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!»
ფოტო Jnews-ის არქივიდან