ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში ორწლიანი პაუზის შემდეგ 1918 წლის გმირულ ბრძოლებში გამარჯვების 104 წლისთავი სიმღერითა და ცეკვით აღნიშნეს.

satkhaa

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზეიმი ორი წელია არ გამართულა. არტიუშ სანოსიანმა და მისმა ვაჟებმა – არამმა, ჰაიკმა და ტიგრანმა – სოფლისთვის დღესასწაულის მშვენიერი ტრადიცია შექმნეს.

წელს და-ძმამ – ლუსინემ და რაფ ნანაიანებმა – გადაწყვიტეს გააგრძელონ ძმები სანოსიანების მიერ დამკვიდრებული ტრადიცია და დღეს ღონისძიება გამართეს.  და-ძმა მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა ახალქალაქის აშუღურ სკოლაში და ცეკვავდა ჯავახკის ანსამბლში. ლუსინემ სოფელში დააარსა ცეკვის ანსამბლი „ლუნა“, დღეს ანსამბლმა ღონისძიების დაწყება სომხური სიმღერებითა და ცეკვებით გამოაცხადა.

Arevik ev Raf

luna parayin hamuyt

„დღეს ჩვენი სოფლის დღეა, მინდა მივულოცო სათხას ყველა მცხოვრებს. მინდა, ყველა იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი, რომ ყოველთვის მოვაწყოთ და აღვნიშნოთ ჩვენი სოფლის დღე – სათხას დღე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, ჩემს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და თანასოფლელებს“, – თქვა ლუსინე ნანაიანმა.

dholaharner

რაფ ნანაიანი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სანოსიანების ოჯახის მიერ დამკვიდრებული ტრადიციის გაგრძელება.

„ჩვენი მოვალეობაა ამ ყველაფრის ორგანიზება. დღეს ძმები სანოსიანები საპატიო მიზეზით არ არიან, მაგრამ მათი საქმე უნდა გავაგრძელოთ“.

par

ღონისძიების ორგანიზებისთვის მათ ნინოწმინდის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არანაირი დახმარებისთვის არ მიუმართავთ. სოფლის მოსახლეობა ყველანაირად დაეხმარა დღევანდელი ღონისძიების ჩატარებაში.

poqrikner

„ძალიან მოხარული ვართ, რომ დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ ჩვენი სოფლის დღე, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ორგანიზატორების. მინდა არა მარტო სოფლის დღე, არამედ ჯავახეთში ყოველი გამარჯვება გრანდიოზულად აღინიშნოს“, – თქვა სოფლის მკვიდრმა აშოტ წარუკიანმა.

paruhin

1918 წელს თბილისის დასაპყრობად ჯავახეთისკენ მიმავალ თურქულ მე-5 დივიზიას სათხას მცხოვრებთა წინააღმდეგობა დახვდა. საერთაშორისო ჯარებმა, რომლებსაც სხვა სოფლებიდან მოხალისეთა რაზმები შეუერთდნენ, შეაჩერეს თურქეთის რეგულარული არმია, უზრუნველყვეს მცხოვრებლების გადაადგილება წალკაში, გადაკეტეს მტრის გზა თბილისისკენ. სათხის გმირულმა ბრძოლამ სარდარაპატის, ბაშ-აპარანისა და ყარაყილისის გმირული ბრძოლების შემდეგ მამაცურად შეაჩერა მტრის ჯარის წინსვლა.

ასობით სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, მტერს დიდი ზარალი მიაყენეს, რამაც ხელი შეუშალა ჯავახეთის სომხების სრულ განადგურებას და მტრის მიერ თბილისის აღების განზრახვას.

2003 წლიდან ჯავახეთში, სათხაში, ამინდის პირობების მიუხედავად, მოსახლეობა სოფლის განაპირას იკრიბება და გრანდიოზულად, სომხური სიმღერითა და ცეკვით აღნიშნავს 1918 წელის სომხურ-ქართული თვითმმართველობის გამარჯვების დღეს თურქებზე.