წელს, 12 აპრილს სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, თუმცა საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციის მკაცრი ზომების გათვალისწინებით ბევრ ქვეყანაში აღდგომას ჩვეულებრისამებრ არ იზეიმებენ. მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, ასე იქნება ახალქალაქშიც.
ჩვეულებრივ სააღდგომო პერიოდში, დიდი მარხვიდან დაწყებული აღდგომამდე, ბევრი დღესასწაულია, თუმცა წელს ეს საეკლესიო მსახურება დახურულ კარს მიღმა, მრევლის გარეშე ჩატარდა. სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ მზგავსი ზომების მიღება გადაწყვიტა, რათა covid-19 ვირუსის ადვილად გავრცელებისგან მისი მრევლი დაიცვას.
სომხური სამოციქულო ეკლესიის ახალქალაქის მრევლი ამ კვირას აღდგომას აღნიშნავს. უნდა ითქვას, რომ ადრე ამ დღესასწაულს ცალსახად ყველა აღნიშნავდა, და ამისათვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ. მის აღსანიშნავად ისევე ემზადებოდნენ, როგორც მაგალითად, ახალი წლისთვის საზეიმოდ. წელს კი უთუოდ ასე არ ხდება.
თუ არ შეიძლება ტაძარში მისვლა, აღდგომის აღნიშვნაც არ არის საჭირო, ასე ფიქრობს ჩვენმიერ გამოკითხული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი მაცხოვრებელი.
«არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ, ტაძარში სიარული არ შეიძლება, კვერცხის შეღებვასაც არ ვაპირებთ. კორონავირუსის გამო, რასაც გვეტყვიან იმას გავაკეთებთ»,- ამბობს სოფელი ბავრის მცხოვრები.
სხვები კი, ამ ყველასათვის საყვარელი დღესასწაულის აღნიშვნას, სახლის პირობებში აპირებენ.
«აღვნიშნავთ, თუ ნებას დაგვრთავენ ტაძარშიც წავალთ და სასაფლაოზეც»,- თქვა ახალქალაქის მცხოვრებმა.
არიან ასევე ისეთი ადამიანები, რომლებიც აღდგომას საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის გარეშეც აღნიშნავენ.
«რა თქმა უნდა ტაძარში მისვლა არ შეიძლება, მაგრამ სახლში ვამზადებთ ტრადიციულ “ღაფამას”, თევზს მოვხარშავთ, “კულიჯსაც” ვიყიდით და კვერცხსაც შევღებავთ. სამწუხაროდ წელს საღებავების ნახვა გაგვიჭირდება, მაგრამ არის ტრადიციული მეთოდები, ხახვის ნაფცქვენით შეღებვა. შევეცდებით ბავშვები ამ შეზღუდულ პირობებში გავახაროთ»,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები.
«როგორც ყოველთვის, ისე ავღნიშნავთ. რა თქმა უნდა სახლში, როგორც არის მიღებული»,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები გოარი.
აღდგომის მეორე დღეს ახალქალაქში წინაპრების ხსოვნის პატივსაცემად საფლავზე გასვლაა მიღებული. რადგან დაწესებულია შეზღუდვები, არ შეიძლება 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ხალხი გაურკვევლობაშია, შეიძლება თუ არა სასაფლაოზე გასვლა. ადგილობრივი ხელისფულება ამ საკითხზე ჯერ არაფერს ამბობს.
«ყოველ წელს სასაფლაოზე გავდიოდით, სხვა არაფერი არ იყო. და რადგან წელს არ შეიძლება, არ გავალთ»,- ამბობს ახალქალაქის მაცხოვრებელი.
თუკი ადრე ახალქალაქში, ამ პერიოდში ჟრიამული იყო, წელს სიმშვიდეა. ამაზე ხილისა და სხვა პროდუქტების გამყიდველებიც წუწუნებენ.
«ხალხს ასეთ პირობებში ზეიმობის სურვილი არ აქვს, ამიტომაც არ ყიდულობენ არაფერს»,- ამბობს ახალქალაქის ცენტრის ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი.