ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სამშენებლო ნებართვის გადახდის ახალი ტარიფები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.
დადგენილებით „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ტარიფების, მოსაკრებლებისა და გადასახადების შესახებ“ განისაზღვრება:
1. სამშენებლო მოედნის მფლობელმა, ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა უნდა გადაიხადოს ნებართვის საფასური
2. სამშენებლო ნებართვის გადასახადისგან ის ობიექტები თავისუფლდება, რომლებიც სტიქიის დროს დაზარალდნენ.
3. მშენებლობის ნებართვისთვის გადასახადის ოდენობა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის მიხედვით განისაზღვრება, ანუ შენობის ყველა სართულის მთლიანი ფართობით ან მშენებარე ობიექტის კვადრატულობით.
• საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვაზე გადასახადი გამოითვლება 1 კვ/მ-ზე 1 ლარი.
• არასაცხოვრებელი, კომერციული ობიექტის ასაშენებლად – კვადრატული მეტრი 2 ლარი
• სამშენებლო მოედნის რეაბილიტაციისთვის, რეკონსტრუქციისთვის (თუ შენობის ფართობი არ იცვლება) – კვადრატულ მეტრზე 50 თეთრი.
4. ისეთი ობიექტების მშენებლობისას, რომლებსაც არ გააჩნიათ განაშენიანების ინტენსივობის ფაქტორის საანგარიშო არეალი, ნებართვისთვის გადახდის ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
მეორე კლასის ობიექტები – 50 ლარი
მესამე კლასის ობიექტები – 200 ლარი
ხოლო მეოთხე კლასი – 400 ლარი
სამშენებლო ობიექტები, რომლებიც აშენებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თავისუფლდება ნებართვის გადახდისგან ან სარგებლობს პრივილეგიით.