ევროპელი ტურისტებისთვის ყველაზე იაფი ქალაქების საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დედაქალაქმა მეხუთე ადგილი დაიკავა.
კვლევა 50 ქალაქში საერთაშორისო კომპანია Bounce-მ ჩაატარა.
გათვალისწინებული იყო სასტუმროში განსახლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საშუალო ფასები, ტაქსის ღირებულება კილომეტრზე, ასევე კვებისა და ერთი ჭიქა ლუდის ღირებულება.
სიის ლიდერი სტამბოლია, შემდეგ მოდის პოლონური ვროცლავი, კრაკოვი და ვარშავა.
თბილისი მეხუთე ადგილზეა, დიდი ქსელის სასტუმროში ნომრის საშუალო ღირებულება 136 დოლარია.
მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით – $0,32 დოლარი, კილომეტრი ტაქსით – $0,32.
ლუდი საშუალოდ 1,29 დოლარი ღირს თითო ფინჯანზე, მცირე ლანჩი კი 8,08 დოლარი ღირს.
შედარებისთვის, რატომ იყო სტამბოლი იაფი:
სასტუმრო: $117
საზოგადოებრივი ტრანსპორტი: $0,43
1 კმ ტაქსით: $0,30
ლუდი $2.38
საშუალო დონის წახამსება: $4,09
ანი მინასიანი