სოფელ ბარალეთის კულტურის სახლში უკვე ერთი თვეა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში მყოფ შენობაში რეპეტიციების ჩატარება აღარ შეიძლებოდა.

სარემონტო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც კერძო მეწარმე, ვარდ მკოიანმა 66 388 ლარით გაიმარჯვა.

ბარალეთის კულტურის სახლის დირექტორი, ელმირა კუიუმჩიანი ამბობს, რომ თუ ამინდის პირობები ხელს არ შეუშლის, დარბაზის რემონტი თვენახევარში დასრულდება. კედლები მთლიანად დაანგრიეს და აღადგინეს. ზოგადად გარემონტდება ორი ოთახი. სამშენებლო სამუშაოებში სოფლის მოსახლეობაც მონაწილეობს.

„სამუშაოები მაისში დაიწყო და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ერთი დიდი დარბაზი უნდა გარემონტდეს, რათა იქ ჩავატაროთ ცეკვის რეპეტიციები, მეორე დარბაზი კი გარემონტდება და ახალგაზრდების სპორტულ დარბაზად გადაკეთდება“.

norogum

ღონისძიებების გასამართი დიდი დარბაზის რემონტი არ არის გათვალისწინებული, მისი განახლება მომავალ წელს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ შენობის წინა ნაწილში ფანჯრები სამი წლის წინ გამოიცვალა, დანარჩენი კი – მიმდინარე წელს.

ხაზს ვუსვამთ, რომ 2021 წელს სოფელ ბარალეთის სოფლის კლუბის რეკონსტრუქცია ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, დაახლოებით, 41 688 ლარით განხორციელდა.

სოფელ ბარალეთის კლუბი 1973 წელს აშენდა და წლების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ისიც ნაწილობრივ გარემონტდა. 2021 წელს კულტურის სახლის რეკონსტრუქციაზე 41 688 ლარი დაიხარჯა.