გაზგამანაწილებელმა კომპანია SJGC-მა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (GNERC) გააგზავნა აბონენტების მონაცემები, რომელთა ბუნებრივ აირს მარტის გადასახადი 200 კუბამეტრ არ აღემატება. საქართველოს ხელისუფლებამ ამას წინათ განაცხადა, რომ იმ აბონენტების გადასახადებს დაფარავს, ვისაც 200 კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგია და 200 კუბამეტრზე ნაკლები ბუნებრივი აირი აქვთ მოხმარებული.
SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიის დაახლოებითი მონაცემებით, ასეთი 17000 აბონენტია. კომპანიამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დაახლოებით 7000 აბონენტის მონაცემი გააგზავნა.
«ბრძანება ჯერ არ მიგვიღია, არც აბონენტების გადასახადების დასაფარავი თანხა არ დარიცხულა ჩვენს ანგარიშზე. დავალიანების გადახდის ბოლო ვადა 18 რიცხვია. თუ ჩვენ იქამდე ბრძანებას არ მივიღებთ, ვისაც გადახდილი არ ექნება, შევუწყვეტთ. თანხის მიღების შემთხვევაში ჩვენ დავალიანებას გავანულებთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აბონენტს უკვე გადახდილი ექნება, ეს თანხა მის ანგარიშზე დარჩება»,- გვითხრეს SJGC გაზგამანაწილებელი კომპანიიდან.
ასევე გაგვიმარტეს, რომ სახელმწიფო იმ აბონენტების მთლიან გადასახადს დაფარავს, რომლებმაც 200 კუბამეტრზე ნაკლები დახარჯეს, ნაწილის დაფარვაზე საუბარი არ ყოფილა. კომპანიის თანამშრომლები შეატყობინებენ იმ აბონენტებს, რომლებსაც შეეხება აღნიშნული პროგრამა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა ნაირი ირიციანმა, როგორც მართველი პარტიის «ქართული ოცნების» წევრმა ოფიციალური წერილით მიმართა პარტიას, რათა განიხილონ მაღალმთიანი რეგიონების შეღავათების პირობები, რადგან აქ ბუნებრივი აირის გადასახადი ამინდის მკაცრი პირობების გამო უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯავახეთში კარანტინის რთულ პირობებში ელექტროენერგიის გადასახადს დაუფარავენ აბონენტების 53%-ს. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში Energo Pro Georgia-ს 24 896 აბონენტიდან კომუნალური გადასახდების დაფინანსების 3 თვიანი სახელმწიფო პროგრამით 13 052 აბონენტი ისარგებლებს.