თუმანიანის სახელობის ახალქალაქის N1 სომხური სკოლის სპორტულ დარბაზში დღეს ქართული ცეკვისა და სიმღერის ხმა გაისმა. სკოლის მოსწავლეების ბაგეებიდან მადლიერების სიტყვები ისმოდა დამოუკიდებლობისთვის. სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა.
სკოლის მე-5-დან მე-11 კლასების ჩათვლით მოსწავლეებმა სხვადასხვა საცეკვაო ნომრები შეასრულეს, ასევე, იმღერეს და ისტორიული მონაკვეთების მცირე ინსცენირება წარმოადგინეს. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ქართული ენის მასწავლებელი, ეკა თათეიშვილი.
N1 სკოლის მოსწავლეების წარმოდგენას დაესწრნენ: საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მისი მოადგილეები, ასევე საკრებულოს სხვა დეპუტატები, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი და რესურსცენტრის თანამშრომლები.