24.05.2022
ნახვები: 407 |
ავტორი:
Rima Garibyan
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI –ის მიერ ჩატარებული კვლევის “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2021 წელს“ მიხედვით, ახალქალაქის მერია მოხვდა „ყველაზე არაანგარიშვალდებული დაწესებულების” სიაში, რადგან IDFI-ის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გაგზავნილი 30 წერილიდან არც ერთს არ უპასუხა. ზუსტად ასეთივე ვითარებაა ნინოწმინდის მერიაშიც.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს საჯარო სამსახურებში 2020 წლიდან ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კვლევას.
- IDFI-მ, ყოველწლიური მონიტორინგის ფარგლებში, 2021 წელს 285 სამთავრობო უწყებას ინფორმაციის 8446 მოთხოვნა გაუგზავნა, საიდანაც პასუხი 6961 განცხადებას (82%) გაეცა.
- 8446 კითხვიდან მხოლოდ 4545-მა (54%) მიიღო პასუხი 10 დღის განმავლობაში;
- სახელმწიფო უწყებების 28%-მა დატოვა უპასუხოდ, ან უარი თქვეს შიდა აუდიტის ანგარიშის წარდგენაზე;
- 2021 წლის ყველაზე დახურულ უწყებად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროა მიჩნეული.
- კულტურის სამინისტრო და კიდევ 14-მა მუნიციპალურმა დაწესებულებამ, მათ შორის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერიებმა უპასუხოდ დატოვეს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ აბსოლუტურად ყველა წერილი;
- საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა (95,93%) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის (95,65%) სამინისტროებს, ყველაზე დაბალი კი მთავრობის ადმინისტრაციას ( 30,44%) და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (0%);
IDFI -ის ანგარიში “საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2021 წელს” შეგიძლიათ ნახოთ აქ.