საქართველოში 100 რუბლის ფასმა 5 ლარს გადააჭარბა. რუბლი აგრძელებს ზრდას, დოლარის ფასი ეცემა. როგორია დღეს ლარის ოფიციალური კურსი და რა ღირს უცხოური ვალუტა ახალქალაქში.
14 მაისიდან 19 მაისამდე რუბლის კურსი დაეცა, მაგრამ 19 მაისიდან დაიწყო ზრდა და ამ დროისთვის 2022 წლის უმაღლეს დონემდე ავიდა. საქართველოში დოლარის ფასმა ვარდნა 6 მაისიდან დაიწყო. დღეს დაფიქსირდა დოლარის კურსის 2022 წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი 24 მაისისთვის.
1 აშშ დოლარი – 2,8668 ლარი
1 ევრო – 3,0706 ლარი
100 რუბლი – 5,0950 ლარი
ახალქალაქის ვალუტის გაცვლის კერძო პუნქტებში 24 მაისს:
100 დოლარი – 285 ლარი გაყიდვა, 287 ლარი ყიდვა
100 ევრო – 305 ლარი გაყიდვა, 307 ლარი ყიდვა
1000 რუბლი – 45 ლარი გაყიდვა, 46 ლარი ყიდვა