7 აპრილი წმინდა ღვთისმშობლის ხარების დღეა. ეს დღე სომხეთში დედობის კურთხევის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღესასწაულს ახალქალაქშიც აღნიშნავე, თუმცა წელს მან ყვავილებისა და საჩუქრების გარეშე, მხოლოდ მისალოცი შეტყობინებებით ჩაიარა.
ახალქალაქში დედობისა და სილამაზის დღესასწაული მასიურად არ აღინიშნება. 7 აპრილი არ აღინიშნება ისე, როგორც 8 მარტი, მაგრამ ყვავილების ბიზნესი ამ დღეს ძირითადად აქტიურია.
წელს კორონავირუსისა და საერთო კარანტინის ფონზე ხალხს დღესასწაულისთვის არ ეცალა.
ქუჩაში არცერთი ადამიანი არ არის ყვავილებით ხელში, ხალხს ისეთი ჩაფიქრებული და შეწუხებული სახეები აქვს, რომ ვერც შეეკითხები დღესასწაულის შესახებ. მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ რამოდენიმე ადამიანს ვკითხოთ, რათა გავიგოთ, თუ ახსოვთ დღესასწაულის შესახებ.
აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდობას მეტნაკლებად სადღესასწაულო განწყობა ჰქონდა, ხოლო უფროსი თაობა იძახდა «რა დღესასწაულიაო».
«დიახ, მე ვიცი, დილიდან ვღებულობ მისალოც ბარათებს ფეისბუქით, სატელეფონო ზარებითაც მილოცავდნენ ახლობლები. მაგრამ ყვავილები და საჩუქრები არავის უჩუქებია»,- თქვა ახალქალაქის მცხოვრებმა ქალბატონმა.
ერთმა ქალბატონმა გვითხრა, რომ იცის დღესასწაულის შესახებ, რომ მის მეუღლემაც მიულოცა, თუმცა საჩუქარი არ უჩუქებია, უბრალოდ იმდენი პრობლემა დაუგროვდათ, რომ დღესასწაულისთვის ვერ იცლიან.
«როგორ უნდა ვიარსებოთ, მეუღლემ ვერ მოახერხა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, სამსახური არ არის, რა გავაკეთოთ არ ვიცით, რა დროს დღესასწაულია»,- თქვა მან.
იმ ადამიანებმა, ვინც დედებისა და მეუღლეებისათვის ყვავილები და საჩუქრები ეძებეს, ვერაფერ ნახეს, რადგან სასაჩუქრე და ყვავილების მაღაზიები დაკეტილია. ის მაღაზიები, რომლებიც სახლში მიტანით მუშაობდნენ, ან სახლიდან ყიდიდნენ ასევე ვერ დაეხმარებოდნენ, რადგან ყვავილები აღარ ჰქონდათ.
«ჩვენ არ გვაქვს ყვავილები, არც შეკვეთები გვაქვს, რაც გვქონდა ისიც გავყიდეთ, ყვავილები დღეს არავის შეუკვეთავს.
ყვავილები გაფუჭდა, რადგან კარანტინის დროს მყიდველი არ იყო»,- თქვა ერთ-ერთმა ყვავილების გამყიდველმა.
სხვა ყვავილების მაღაზიის გამყიდველმა, რომელიც შეკვეთებზე მუშაობდა სთქვა, რომ დღეს არ მიუღია შეკვეთა.
«ყვავილები არ გვაქვს, რაც გვქონდა გავყიდეთ, ახლა კი ვეღარ ჩამოგვაქვს, გზები დაკეტილია».