2020 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აუქციონის გვერდზე eauction.ge გასაყიდად 21 ობიექტი გამოიტანეს, მათი უმეტესობა, უკვე, რამდენჯერმე იყო გასაყიდად გამოტანილი. გაყიდულია მხოლოდ 4 ობიექტი: 1 საცხოვრებელი სახლი და 3 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
შარშან, 2019 წლის ნოემბერში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე 100 ობიექტი გაიტანეს, რომლებიც სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება. სახელმწიფოს ეს ნაბიჯები მიმართული იყო საქართველოს ეკონომიკისა და ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ.
სახელმწიფო პროექტის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესისთვის” ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრომ ახალქალაქში აუქციონზე გაიტანა 11 სახელმწიფო ობიექტი, ძირითადად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. ერთი ობიექტი ქირავდებოდა, ერთი იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტი, ხოლო დანარჩენი 9- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ობიექტების უმეტესობა ვერ გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ გასაყიდად 2-3-ჯერ იყო გატანილი. ზოგი მათგანი გაიყიდა, მაგრამ მოგვიანებით გვერდზე ვაჭრობა გაუქმდა. აუქციონების უმეტესობა წელსაც განმეორდა, თუმცა ისევ უმნიშვნელო შედეგით.