მისაკ ლაზარიანი, ვისი ექსტრადიციაც განიხილება სომხეთში, წარმოშობით ჯავახეთიდან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ბავრიდან არის. მისი ახლობლები და ნათესავები შეშფოთებულნი არიან, რომ კორონავირუსის პანდემიისა და დაკეტილი საზღვრების გამო არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ამიტომაც სთხოვენ სომხეთის რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებს და ხელისუფლებას ქვეყანაში თავშესაფარი მისცენ მას.
მისაკ ლაზარიანის ძებნა რუსეთში 2011 წლის დეკემბერში გამოაცხადეს. ის იმყოფებოდა სომხეთში, რის შესახებაც ხელისუფლება ინფორმირებული იყო. 2019 წელს სომხეთმა რუსეთს აცნობა, რომ ლაზარიანი იმყოფებოდა მათ ქვეყანაში. დაიწყო პროცესი, რომლის მიხედვითაც განიხილება ლაზარიანის რუსეთში ექსტრადიციის საკითხი. სომხეთის მოსახლეობა, ლაზარიანის ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად მისი ექსტრადიციის წინააღმდეგნი არიან და მისთვის თავშესაფარს ითხოვენ.
ადვოკატის, არკადი გევორკიანის თქმით, მის კლიენტმა ლაზარიანმა, სომხეთის ხელისუფლებას თავშესაფრისათვის მიმართა, თუმცა, საკითხთან დაკავშირებით, სიახლე ჯერ არ არის.
სოფელი ბავრის ახალგაზრდობას რაიმეს გაკეთება სურს, მაგრამ არ შეუძლია. სულ მცირე, სომხეთში წასვლა უნდათ, რათა მხარი დაუჭირონ ახლობელს. მისაკის მხარდასაჭერად პროტესტის აქციებს მოაწყობდნენ, თუმცა დაკეტილი საზღვრების გამო მათ სომხეთში წასვლა ეზღუდებათ. ხოლო 3 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვის გამო აქციაზე წასვლა არ შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ თავისი მიმართვა საქართველოდან მაინც მიაწვდინონ სომხეთის ხელისფულებას.
იგორ ლაზარიანი ამბობს, რომ მათ სხვა ახლობლებთან და სოფლის ახალგაზრდობასთან ერთად არ შეუძლიათ უქმად ჯდომა, თუმცა რაიმეს გაკეთებაც არ შეუძლიათ.
«ჯინაზე მოხდა პანდემია და ეს შეზღუდვები. არც მის მშობლებს შეუძლიათ რუსეთიდან ჩამოსვლა, არც ჩვენ შეგვიძლია ჩასვლა. აქაც არ შეგვიძლია შეკრება საგანგებო მდგომარეობის გამო. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ამ ბიჭის რუსეთში ექსტრადირება ცალსახად არ შეიძლება, უცნობია მერე რა მოუვა მას»,- ამბობს ლაზარიანის ბიძაშვილი, იგორი.
სხვა ნათესავებიც თვლიან, რომ სომხეთმა ეს საკითხი ისე უნდა მოაგვაროს, რომ არავინ დაზარალდეს, რადგან ის დაპირისპირება ეროვნულ ნიადაგზე მოხდა.
«ის უკვე ამდენი წელია სომხეთში 80 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობს, ის მოხუცი ქალის ერთადერთი მეურვეა. თავისთვის ცხოვრობდა, კანონს არ არღვევდა, როდესაც მას სამართალდამცავი ორგანები იბარებდნენ, ყოველთვის ცხადდებოდა. ჩვენ სომხეთის ხელისუფლებას მისთვის თავშესაფარს ვთხოვთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სომხეთმა თავშესაფარი უნდა მისცეს ადამიანს, რომელიც ეროვნული საკითხის გამო დაზარალდა»,- ამბობს მისი ერთ-ერთი ნათესავი ზურაბ არუთუნიანი.
მისაკ ლაზარიანი დაიბადა და გაიზარდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში. პირველ კლასში ის სოფლის სკოლაში მივიდა, მაგრამ შემდეგ მამამ ოჯახი რუსეთში წაიყვანა, იქ ოჯახური ბიზნესი წამოიწყო.
სომხეთის პროკარატურა მისაკ ლაზარიანის რუსეთში ექსტრადიციის საკითხს განიხილავს, სადაც მას 2011 წლის დეკემბერში ეროვნული საკითხის ნიადაგზე წამოწყებული დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანელის მკვლელობაში ადანაშაულებენ.
სომხური მედიის თქმით, ამურის რაიონის ქალაქ რაიჩიხინსკში, სოფელი ბავრის მკვიდრის რესტორანში, აზერბაიჯანელთა ჯგუფი შევიდა და ჩხუბი მოაწყო. მოჩხუბრეების რესტორნიდან განდევნა მოხერხდა, თუმცა მოგვიანებით ისინი შეიარაღებულები დაბრუნდნენ და დაპირისპირება განაგრძეს. ამის შედეგად ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიღუპა. ორი პირის ძებნა იყო გამოცხადებული. მისაკ ლაზარიანი, რომელსაც ამ მკვლელობაში ადანაშაულებენ, 2012 წლიდან სომხეთში იმყოფება, მეორეს ადგილსამყოფელი, მედიის გადმოცემით, უცნობი რჩება.