ახალქალაქისა და ნინოწმინდის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფორმაციით, დღესდღეობით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თვითიზოლირებულია 36 ადამიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კი 20 ადამიანი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თვითიზოლირებულია 36 ადამიანი. ხვალ, 4 აპრილს თვითიზოლირებიდან გამოდის კიდევ 30 ადამიანი, საბოლოოდ რჩება 6.
ავეტიკ ტონაკანიანი ამბობს, რომ ცენტრი თვითიზოლირებულებთან მუდმივ კავშირშია. არცერთ მათგანს დაავადების სიმპტომი არ აღმოაჩნდა.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში თვითიზოლირებული იყო 184 ადამიანი, ამჟამად 20 ადამიანია დარჩენილი.
ნინოწმიდნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ტიგრან ეგოიანის თქმით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში იზოლირებული ადამიანების მდგომარეობა ნორმალურია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან კარანტინშია 15 ადამიანი, თავიდან იყო 20, თუმცა ეს რაოდენობა იმ ხალხის გამოკლებითაა, ვინც საზღვარი «სადახლოს» სასაზღვრო პუნქტის გავლით გადაკვეთა.
«ჩვენ «სადახლოს» მხრიდან ჩამოსული ხალხის რაოდენობაზე ინფორმაციას არ ვფლობთ. ჩვენი მონაცამები- ეს არის იმ ხალხის რაოდენობა, რომლებმაც საზღვარი «ნინოწმინდის» გავლით გადაკვეთეს. მათგან 13 ხვალ კარანტინიდან გამოდის და ბრუნდება სახლში», -თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა.
ჯავახეთის მოსახლეობამ კარანტინი სხვადასხვა ქალაქში გაატარა, მაგრამ ძირითადი ნაწილი ახალციხეში იმყოფებოდა.