ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ახალქალაქის ცენტრში განხორციელებული მკვლელობის მცდელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება განიხილა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულ რ.თ-ს 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
1966 წელს დაბადებულ რ.ტ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს, რაც გულისხმობს „მკვლელობის მცდელობას“, ასევე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას.
9 მაისს, 21:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, რუსთაველი-თავისუფლების გზაჯვარედინზე, სრულწლოვან მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, 1986 წელს დაბადებული ს.ტ. დანით და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება გაუწიეს, გაუკეთეს ოპერაცია და შემდგომი მკურნალობისთვის კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.
ამჟამად დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, გამოჯანმრთელდა.