შშმ პირის სტატუსის მიღება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გაიარეს გამოკვლევა და აქვთ ექიმის დასკვნა სტატუსის მინიჭებას დაქვემდებარებული ავადობის შესახებ. პირმა ეს დასკვნა ახალქალაქის საავადმყოფოს სამედიცინო ექსპერტიზის კომისიას უნდა წარუდგინოს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბევრი მცხოვრებისთვის სტატუსის მოპოვება პრობლემას წარმოადგენს, რადგან ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო ექსპერტიზის კომისია კლინიკური დასკვნის საფუძველზე ანიჭებს ინვალიდობის კატეგორიას. კლინიკური დასკვნის გაცემა კი, მხოლოდ იმ კლინიკას შეუძლია, სადაც პირი სრულ გამოკვლევას გადის.
ბევრი ფინანსური პირობების გამო არ მიდის თბილისში, ზოგი ენის ბარიერის ან სხვა მიზეზით, შედეგადაც ვერ იღებენ კატეგორიას და სახელმწიფოსგან შემწეობას.
Jnews-ი შეეცადა გაერკვია, თუ როგორ არის შესაძლებელი შშმ პირის სტატუსის მიღება?
ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში, ისევე როგორც ახალციხეში, ასეთი გამოკვლევა შეუძლებელია. კლინიკური დასკვნის მიღების შემდეგ პირს ეძლევა ფორმა „100“, რომელიც ახალქალაქის საავადმყოფოში უნდა წარადგინოს.
„თუ დიაგნოზი შეესაბამება ჩვენს ბრძანებას, ყველა დიაგნოზი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ბრძანებას, პირს შესაბამისი განაცხადის დასაწერად ვგზავნით, შემდეგ იკრიბება კომისია, რომელიც წყვეტს, პირი განეკუთვნება თუ არა ინვალიდობის კატეგორიას. თუ გადაწყვეტს, რომ წერილობითი დიაგნოზი სწორია, მაშინ ივსება შესაბამისი დოკუმენტაცია და სოციალური დაცვის სააგენტოში იგზავნება“, – ამბობს ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო ექსპერტიზის კომისიის წევრი, სოფია ალვარიანი.
ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო ექსპერტიზის კომისიაში შედიან საავადმყოფოს ექიმები, კომისიის თავმჯდომარეა საავადმყოფოს მენეჯერი, ალექსან ტოროიანი.
თუ პირმა კლინიკური გამოკვლევა გაიარა, ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს სტატუსი, მაგრამ მის მისაღებად კლინიკური დასკვნის მიწოდება სავალდებულოა.
არსებობს 1, 2 და 3 „ინვალიდობის კატეგორია“. 18 წლამდე ბავშვებს კატეგორია არ აქვთ, 18 წლის შემდეგ ხელახლა უტარდებათ შემოწმება და კატეგორია მტკიცდება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ გამოკვლევა და დაადასტურონ მათი კატეგორიები.
ზოგიერთ დაავადებაზე კატეგორია დამოწმებულია ვადის გარეშე და არის დაავადებები, რომლებზეც 5 წლის შემდეგ იღებენ გარანტიას „ვადის გარეშე“, ხოლო ზოგიერთ დაავადებაზე აუცილებელია გაიაროს გამოკვლევა და სტატუსის მოპოვების პროცედურა, რათა პირმა მიიღოს შშმ სტატუსი.