გუშინ, 9 მაისს, თბილისში, ვივამედის კლინიკაში 36 წლის მამაკაცი გადაიყვანეს, რომელიც ახალქალაქის ცენტრში სროლების შედეგად დაიჭრა, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
Jnews-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაზიანებული ჰქონდა ფილტვი, აღენიშნებოდა ნეკნების და თითების მოტეხილობები, ასევე ნაწლავების დაზიანება.
პირველი დახმარება მას, გუშინ ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში აღმოუჩინეს. ოპერაცია ჩაუტარდა ნაწლავებზე და დანით და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ყველა მრავლობით დაზიანებებზე.
ახლა ის რეანიმაციაშია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დაკავებულია ერთი პირი.
9 მაისს, 21:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში, რუსთაველისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე, სრულწლოვან მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად ერთ-ერთ მათგანს ჭრილობები მიაყენებს დანით და ცეცხლსასროლი იარაღით. ის ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. დაზარალებული 1986 წელს დაბადებულია.