13 წლის გიორგი დანიელიანს თირკმელების დაავადება დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. სამი წლის განმავლობაში იბრძვის მარტოხელა დედა შვილის ჯანმრთელობისთვის, ახლა კი მას დახმარება სჭირდება.
გიორგის დედა, ირინა დანიელიანი, მძიმე მდგომარეობაშია, ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. ეს ოპერაცია ევროპაში კეთდება. ირინამ თავისი ქონება გაყიდა, რათა შვილის მკურნალობის ხარჯები დაეფარა.
შვილი ქვეყნის ყველა საავადმყოფოში ჰყავდა, შემდეგ თურქეთში იყვნენ, შესაბამისი მკურნალობის მისაღებად, მაგრამ ბავშვის მდგომარეობა კვლავ რთულია. გიორგის ერთი თირკმელი 5%-ით მუშაობს, მისი ამოჭრა აუცილებელია, მთავარი ვენა კი, უნდა გაიწმინდოს საშიში ცხიმოვანი ნაწილაკებისგან.
2020 წლის ოქტომბერში გიორგი მოიწამლა, რის გამოც ის აპარატზე შეაერთეს, რის შემდეგაც დაეწყო მაღალი წნევები. შედეგად დადასტურდა, რომ გიორგის თირკმელების პრობლემა აქვს.
გიორგი თირკმელის ეხინოკოკით 3 წლის წინ დაინფიცირდა და ოპერაცია გადაიტანა.
წარმოგიდგენთ ანგარიშის ნომრებს, სადაც შეგიძლიათ ფულის გადარიცხვა.
მიმღებია ირინა დანელიანი (გიორგის დედა).
GE87TB7386045061100096 TBC
GE97BG0000000498457717 GEO