საქართველოში შეკერილი პირბადეები აფთიაქებში, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოჩნდეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა საქართველოში, 2 კვირის წინ დაიწო. პროცესში ჩართულია, რამდენიმე დიდი და ასევე, მცირე სამკერვალოები.
“ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც მარტივი არ არის. მაქსიმალურად ვეცდებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შემდეგი კვირიდან ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ფასი იქნება ხელმისაწვდომი.
„რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდას ვფიქრობთ, მაგრამ მაინც ეს დამოკიდებულია ნედლეულის მოწოდებაზე. პირველ ეტაპზე შეიძლება მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილოთ, თუმცა ამუშავდა სხვა საწარმოებიც და პირბადეები იკერება არამარტო ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს დეფიციტი დავამარცხოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.