დღეს ახალქალაქელები გაზაფხულის ერთ-ერთ უსაყვარლეს დღესასწაულს – „წრატონს“ აღნიშნავენ, თუმცა უამინდობას დღესასწაულში თავისი კორექტივები შეაქვს.

ყოველწლიურად ახალქალაქელები თავშანკის მთაზე (ამირანის მთა) დილიდან იწყებენ ლოცვას, მაგრამ წლეულს იშვიათმა გაბედულებმა გადაწყვიტეს მომლოცველობა – ახალქალაქში ერთი კვირაა თოვლნარევი წვიმა მოდის. რაც მთაზე ასვლას თითქმის შეუძლებელს ხდის. ამის მიუხედავად, არსებობს მრავალი ტრადიცია და რწმენა, რომელიც ამ დღეს შეინიშნება იმ ოჯახებში, სადაც ბავშვს ელოდებიან.

ახალქალაქში მცხოვრებ სოფიას სახლში საღამოს, ყველა კარადა იკეტება, რათა ოჯახის წევრებმა დილით უნებურად არ გამოიღონ მჭრელი და ბასრი საგნები. აბაზანიდან იღებენ საპონს, ცოცხი შორეულ კუთხეშია. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ, ცრურწმენის თანახმად, ჯერ არ დაბადებულ ბავშვს ყველაფერი კარგად ჰქონდეს.

шкаф

„გუშინ, 23:30 საათიდან, ყველა ჩანგალი, დანა, საპონი და ცოცხი დავმალეთ, ეს ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის. თუ სახლში ორსულია, იმისათვის რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს, ამ დღეს, ოჯახის წევრებმა არ უნდა გამოიყენონ ჩანგლები, დანები, მაკრატელი, ნემსი, საპონი და ცოცხი. მე თვითონ არ ვაქცევდი ამ ტრადიციებს ყურადღებას, მაგრამ ჩემი რძალი ძალიან ყურადღებიანია ასეთი საკითხების მიმართ, ამიტომ წელს გადავწყვიტე შემენარჩუნებინა ტრადიციები, რომ ჩემს გამო, უცებ პრობლემები არ შექმნილიყო, ღმერთმა ნუ ქნას. ჩემი სმუშაოს ბასრ იარაღების უკავშირდება, ამიტომ დასვენების დღე მოვიწყვე და უამრავ კლიენტზე ვთქვი უარი. ძალიან მინდა თავშანკაში ასვლა. მართალია ცუდი ამინდია, მაგრამ, როგორმე ავალ, შესაძლოა მანქანითაც,“ – ამბობს სოფია.

იმ იშვიათ გაბედულებს შორის, რომლებიც თავშანკაზე ავიდნენ, გაიანეც არის.

„მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდი იყო, მაინც ავედი პილიგრიმზე, დილის 8:30-ზე ავდექით და 11-მდე ჩავედით, მაგრამ ნაკვალევი იყო ჩვენს წინ, როგორც ჩანს, ვიღაც ჩვენზე წინ უკვე იყო. მაღლა ადიოდა, როცა უკან ვბრუნდებოდით, შევხვდით ადამიანებს, რომლებიც ზევით მიდოდნენ. ჩემი ქალიშვილი ბავშვს ელოდება და გადავწყვიტე მოსალოცად წავსულიყავი. ნამდვილად მჯერა ნიშნების, არ მინდა, რომ რაღაც მოხდეს”, – ამბობს ის.

სომხური სამოციქულო ეკლესიის კალენდარში მსგავსი სახელწოდების დღესასწაული არ არის.  როგორც სურბ ხაჩის სომხური ეკლესიის მღვდელმა, ტერ ნარეკ ტიგრანიანმა თქვა, არსებობს მრავალი ტრადიცია, რომელიც ასევე გაჩნდა საზოგადოებაში, მაგალითად, კვერცხების გატეხვა აღდგომაზე ან სურბ სარგის დღესასწაულზე ჩლიქით ცემა. მიუხედავად ამისა, ეს ტრადიციები საეკლესიო დღესასწაულებს უკავშირდება, ხოლო “წრატონი” არა.

„ეს დღესასწაული არ არის სომეხთა სამოციქულო ეკლესიის კალენდარში. ეს უფრო ჯავახეთის ადგილობრივი ჩვეულებაა. სომხეთში ამ დღესასწაულს არ აღნიშნავენ. უბრალოდ სადღაც წარმოშობილი მშვენიერი ჩვევაა, მაგრამ ნამდვილად არ არის დაკავშირებული ეკლესიასთან. დიდი ალბათობით, ეს მოსახლეობის გამოგონილია” და რაღაცას უკავშირდება, რაც სამწუხაროდ ჩვენთვის ცნობილი არ არის. ის, რომ “წრატონის” დროს არ უნდა იხმარონ დანა, რომ მუშაობა არ შეიძლება ამ დღეს – ეს ცრურწმენები ღმერთთან არაფერ კავშირშია. ამბობენ, რომ თუ სახლში ორსული ქალები არიან, წესების დარღვევის შემთხვევაში ბავშვს, რაღაც ნიშნები ექნებაო. ეს მხოლოდ ცრურწმენაა”, – ამბობს ტერ ნარეკ ტიგრანიანი.

ტერ ნარეკ ტიგრანიანის თქმით, ეკლესია არ კრძალავს ამ დღესასწაულს. იგი თვლის, რომ ეს დღე შეიძლება მივიჩნიოთ მომლოცველთა დღედ, როდესაც ხალხი სალოცავში მიდის.

Праздник надежд