თურქეთის პარლამენტში სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ კანონპროექტის წარდგენის შემდეგ კარო პაილანს ემუქრებიან, – იუწყება news.am.-ი.

თურქულ Diken-თან ინტერვიუში კარო პაილანმა აღნიშნა, რომ Twitter-ზე მას თავს დაესხა თურქული ნაციონალისტური პარტია „ლავის“ ლიდერი ქალი, მერალ აქშენერი​. მისი თქმით, მას შეეძლო უბრალოდ გაეკრიტიკებინა პროექტი, მაგრამ მისი გადაქცევა ნაციონალისტების სამიზნედ მიუღებელია.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ხალხთა პროქურთული დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა კარო პაილანმა თურქეთის მეჯლისის პრეზიდიუმს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც სთავაზობს სომეხთა გენოციდის აღიარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან გენოციდში დამნაშავეთა გვარების მოხსნა და მოქალაქეობის შესახებ თურქეთის კანონში ცვლილებების შეტანა.

სტამბულის გაზეთი Akos-ი იუწყება, რომ პაილანის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ თურქეთის პარლამენტმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და სომეხი ხალხის ხოცვა-ჟლეტას თავისი სახელი დაერქვას.

„თურქეთის პარლამენტმა უნდა აღიაროს დიდი დანაშაული და სომხების გენოციდის მსხვერპლებმა 106 წლის შემდეგ უნდა მიაღწიონ სამართლიანობას“, – ნათქვამია პროექტში.

24 აპრილს, პაილანმა განაცხადა, რომ სომეხთა გენოციდის საკითხში სამართლიანობის მიღწევა მხოლოდ თურქეთშია შესაძლებელი. „სომხების გენოციდი მოხდა ამ მიწაზე და სამართლიანობა გენოციდის საკითხში მხოლოდ ამ მიწაზეა შესაძლებელი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ თუ თურქეთი აღიარებს სომეხთა გენოციდს, არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან სხვა ქვეყნების პარლამენტები. სომხების გენოციდი უკვე 106 წელია უარყოფილია, რის გამოც, იგი კვლავ განიხილება სხვა ქვეყნების პარლამენტებში, აღნიშნა პაილანმა.