ახალქალაქში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში ქურდობა მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ღამით, ახალქალაქში, რუსთაველის ქუჩაზე უცნობი პირები ერთ-ერთ სახლში შეიჭრნენ. ქურდობის ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. სახლთან შეკრებილებმა დეტალები არ იცოდნენ, თავად მეპატრონემ კი თქვა, რომ ყაჩაღობა არ ყოფილა.